ფლატეს გორანამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლატეს გორანამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში. ნამოსახლარი წარმოადგენს ბორცვს, რომლის ზედაპირიც მოსწორებულია. მოსწორებულ ზედაპირზე შეინიშნება სავარაუდო კედლის ნაშთები. ბორცვის ჭრილში, გზის მხარეს გვხვდება დიდი რაოდენობით, სავარაუდოდ შუასაუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39309