ფლავისმანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლავისმანის სამაროვანი, ქვაყუთი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, კ. გიუნაშვილის სახლის ეზოში. მიეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს-ადრინდელ რკინის ხანას. აღმოაჩინეს შემთხვევით, 1924 წელს, მიწის დამუშავების დროს. ქვაყუთი დაზიანებული იყო. არქეოლოგიური მასალა არ არის აღრიცხული, დაკარგულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]