მარტა (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარტა ვიეირა და სილვა
დაბადების
თარიღი
19 თებერვალი, 1986 (1986-02-19) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
დოის-რიაშუსი, ბრაზილია
სიმაღლე 162 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ორლანდო პრაიდი
ნომერი 10
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000-2002 ვასკო და გამა 16 (4)
2002-2004 სანტა კრუზი 38 (16)
2004-2008 იმეა იკი 103 (111)
2009 ლოს-ანჯელეს სოლი 19 (10)
2009-2010   სანტოსი 14 (26)
2010 გოლდ პრაიდი 24 (19)
2011 სანტოსი 12 (13)
2011 ვესტერნ ნიუ-იორკ ფლეში 14 (10)
2012-2014 ტირესო 38 (27)
2015-2017 როსენგარდი 43 (23)
2017- ორლანდო პრაიდი 55 (23)
ეროვნული ნაკრები
2002- ბრაზილია 154 (108)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მარტა ვიეირა და სილვა (პორტ. Marta Vieira da Silva; დ. 19 თებერვალი, 1986) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ „ორლანდო პრაიდსა“ და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. მარტა არის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი თხუთმეტი გატანილი გოლით. იგი ამ მაჩვენებლით უსწრებს ბირგიტ პრინცს და ები ვამბახს, რომელთაც 14-14 გოლი აქვთ ამ ტურნირზე გატანილი.

მარტას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „პელე კაბაში“.[2][3][4] იგი ექვსჯერ დასახელდა ფიფა-ს საუკეთესო მოთამაშედ. აქედან ხუთჯერ ზედიზედ 2006-2010 წლებში, ხოლო უკანასკნელად 2018 წელს. მარტამ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ზაფხულის 2004 წლის და 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2013 წელს იგი 2014 წლის მსოფლიო თასის ელჩი გახდა ისეთ სპორტსმენებთან ერთად როგორებიც არიან: ამარილდო, ბებეტო, კარლოს ალბერტო ტორესი, რონალდო და მარიო ზაგალო.[5]

2016 წლის აგვისტოში, მარტა ერთ-ერთი იმ რვა ადამიანთაგანი იყო, ვისაც ოლიმპიური თამაშებზე ოლიმპიური დროშის გატანის პატივი ერგო .

2017 წელს მარტა შვედეთის მოქალაქე გახდა. ამასთან მან შეინარჩუნა ბრაზილიის მოქალაქეობა.[6]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 წლის ასაკში მარტა აღმოაჩინა ცნობილმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ჰელენა პაჩეკომ. მან თავისი პროფესიული კარიერა 2000 წელს ვასკო და გამას ქალთა საფეხბურთო კლუბში დაიწყო. ორი წლის შემდეგ იგი „სანტა კრუზში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონი ითამაშა, შემდეგ კი შვედურ „უმეო იკში“ თამაშობდა.

უმეო იკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტა შვედურ „უმეო იკს“ 2004 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც კლუბი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ორმატჩიან თამაშში გერმანული „ფრანკფურტი“ 8:0 დაამარცხა, მარტამ კი სამი გოლი გაიტანა. შვედეთის ჩემპიონატში „უმეო იკმა“ მეორე ადგილი დაიკავა და 106 გოლი გაიტანა, რაც ოცდათორმეტით მეტი იყო ვიდრე ჩემპიონი გუნდის „იურგორდენის“ მიერ გატანილ გოლები. საბოლოოდ ამ უკანასკნელმა ერთი ქულით აჯობა „უმეო იკს“. მარტას ანგარიშზე 22 გოლი იყო.

2005 წლის სეზონში მარტამ შვედეთის ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა, „უმეო იკმა“ კი ჩემპიონობა მოიპოვა. იგივე განმეორდა 2006 წელს, როდესაც კლუბი კვლავ ჩემპიონი გახდა, ხოლო მარტამ 21 გოლი გაიტანა.

მარტა 2009 წელს

2007 წლის სეზონი „უმეოსთვის“ საკმაოდ წარმატებული გამოდგა, გუნდმა მოიგო შვედეთის ორივე ლიგა და თასი. თასის ფინალში „უმეომ“ „აიკი“ 4:3 დაამარცხა, მარტამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, გადამწყვეტი გოლი კი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გაიტანა. მთლიანობაში მარტამ ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა ლოტა შელინს..[7] ჩემპიონთა ლიგაში გუნდი ფინალში ინგლისურ „არსენალთან“ დამატებით დროში 0:1 დამარცხდა.

2008 წლის სეზონში მარტამ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგო შვედეთის ჩემპიონატი. 2009 წლის იანვარში, ფიფა-მ მარტა წლის ფეხბურთელად დაასახელა. ამ დღეს მარტამ გამოაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ითამაშებდა ამერიკულ „ლოს-ანჯელეს სოლში“.[8]

2005 წელს შვედეთში მარტაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „მარტა — პელეს ბიძაშვილი“.

ლოს-ანჯელეს სოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის იანვარში, როდესაც მარტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან ამერიკულ „ლოს-ანჯელეს ლოსთან“ სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[9][10] ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ამერიკული ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგად მიიჩნევა, ამიტომაც უნდა გადმოვსულიყავი აქ“.[11]

2009 წლის სეზონში მარტა ლიგის ბომბარდირი გახდა ათი გოლითა და სამი საგოლე პასით.[12] „სოლმა„ ლიგა პირველ ადგილზე დაასრულა, საჩემპიონო ფინალში კი „სკაი ბლუსთან“ 0:1 დამარცხდა.[13]

სანტოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაფხულის შესვენების დროს მარტამ სამთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი „სანტოსთან“, რათა ლიბერტადორესის თასის და ბრაზილიის თასზე ეთამაშა,[14][15] მარტა თავის გუნდს ორივე ტურნირის მოგებაში დაეხმარა. ლიბერტადორესის თასის ფინალში ერთი, ხოლო ბრაზილიის თასის ფინალში ორი გოლი გაიტანა.[16][17]

მარტა ქალთა პროფესიულ ლიგაში

2010 წლის იანვარში მარტა „გოლდ პრაიდში“ გადავიდა,[18] სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, იგი ზედიზედ მეორე სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

ვესტერნ ნიუ იორკ ფლეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 25 იანვარს მარტა შეუერთდა საფეხბურთო კლუბ „ვესტერნ ნიუ-იორკ ფლეშს“.[19] მან გუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და კარიერაში მესამე ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

ტირესო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტა ანა ბროლინთან ინტერვიუს დროს. 2013 წელი

2012 წელს მარტა შვედეთში დაბრუნდა. 2012 წლის 22 თებერვალს ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ „ტირესოსთან“.[20] მისი ხელფასი დაახლოებით 400,000 აშშ დოლარს შეადგენდა.[21][22] „ტიროსომ“ 2012 წლის სეზონში პირველად მოიგო შვედეთის ჩემპიონატი. მარტა კი მეხუთედ გახდა ლიგის გამარჯვებული.[23]

2014 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მარტამ ორი გოლი გაიტანა და მისმა კლუბმა კი გერმანული „ვოლსბურგი“ 4:3 დაამარცხა.[24] ამის შემდეგ გუნდი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და იძულებული გახდა მოხსნილიყო ჩემპიონატიდან, ფეხბურთელები კი თავისუფალი აგენტების სტატუსით გაუშვა. სტოკჰოლმის სასამართლომ გამოაქვეყნა მოთამაშეთა ხელფასები და აღმოჩნდა, რომ მარტას ჰქონდა ყველაზე მაღალი ხელფასი, იგი თვეში 168 000 შვედურ კრონს იღებდა.[25]

როსენგარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ივლისში მარტამ შვედურ „როსენგარდთან“ ექსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[26] კლუბთან ერთად, მარტამ 2014 და 2015 წლებში მოიგო შვედეთის ჩემპიონატი, 2016 წელს თასი, ხოლო 2015 და 2016 წლებში სუპერთასი.

ორლანდო პრაიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „როსენგარდმა“ „ბარსელონასთან“ წააგო, მარტა ამერიკულ „ორლანდო პრაიდში“ გადავიდა.[27] მარტა გოლებისა და პასების რაოდენობით მეორე იყო ლიგაზე და თანაგუნდელებმა იგი ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დაასახელეს.[28] „ორლანდო პრაიდმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და პირველად მოიპოვა პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება, ნახევარდფინალში გუნდი „პორტლენდ თორნსთან“ დამარცხდა.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენეტალური ჯამში
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ლოს ანჯელეს სოლი 2009 წ 20 10 - - - - 20 10
სანტოსი 2009 წ - - 7 18 6 7 13 25
გოლდ პრაიდი 2010 წ 25 20 - - - - 25 20
სანტოსი 2011 წ - - - - 4 2 4 2
ვესტერნ ნიუ იორკ ფლეში 2011 წ 15 10 - - - - 15 10
ტირესო 2012 წ 21 12 4 4 - - 25 16
2013 წ 15 12 1 1 4 1 20 14
2014 წ 2 3 - - - - 2 3
როსენგარდი 2014 წ 9 5 - - - - 9 5
2015 წ 21 8 - - - - 21 8
2016 წ 19 13 - - - - 19 13
ორლანდო პრაიდი 2017 წ 24 13 - - - - 24 13
ჯამში 171 106 12 23 14 10 197 139

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 26 ივლისს, მარაკანას სტადიონზე მარტამ და ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა პანამერიკული თამაშებზე დაამარცხა აშშ-ის ოც წლამდელთა ნაკრები. მარტას პელესაც ადარებენ და მოიხსენიებენ როგორც „პელე კაბით“. პელეც ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას.[29]

მარტა მონაწილეობდა ფიფას 2007 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიის ნაკრებმა სამივე ჯგუფური ეტაპის მატჩი მოიგო, ხოლო მარტამ ოთხი გოლი გაიტანა. მეოთხედფინალში ბრაზილიამ ავსტრალია 3-2 დაამარცხა, მარტამ პენალტიდან გაიტანა ერთი გოლი. ნახევარფინალში მან ორი გოლი გაიტანა, ბრაზილიამ კი 4-0 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატები. ფინალში ბრაზილია 2-0 დამარცხდა გერმანიასთან. ამ მატჩში მარტამ პენალტი ვერ გამოიყენა. იგი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა, როგორც ყველაზე მეტი — შვიდი გოლის ავტორი.

მარტას ბრაზილიის 10 ნომრიანი მაისურით

მარტა გამოდიოდა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრაზილია დამარცხდა აშშ-ს ნაკრებთან 0:1. ეს მარტას ზედიზედ მესამე ვერცხლის მედალი იყო საერთაშორისო ასპარეზზე.[30]

2011 წლის ფიფა-ს ქალთა მსოფლიო თასზე მარტა ბრაზილიის ნაკრების წევრი იყო. ბრაზილია მეოთხედფინალში დამარცხდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან ტურნირზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბირგიტ პრინცთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატებზე მარტა ყველაზე მეტი, 14 გოლის ავტორი გახდა.[31] მან როგორც ტურნირის მეორე საუკეთესო ბომბარდირმა, მოიპოვა ვერცხლის ბუცი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატში (რომელიც მისთვის მეოთხე იყო) მარტა გახდა ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე 15 გოლით.[32]

მატჩები და გოლები მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტა ბერნში, შვეიცარია საქველმოქმედო მატჩში სიღარიბის წინააღმდეგ

მარტამ მონაწილეობა მიიღო ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე: აშშ-ში 2003 წელს, ჩინეთში 2007 წელს, გერმნიაში 2011 წელს და კანადაში 2015 წელს; აგრეთვე სამ ოლიმპიადაზე: 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე; ამ ტურნირებზე მან სულ 30 მატჩი ითამაშა და 22 გოლი გაიტანა.[33] მარტა გახდა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ასევე ათენისა დ პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Friedman, Ian C. (2007), Latino Athletes, Infobase Publishing, ISBN 1438107846
  • Grainey, Timothy (2012), Beyond Bend It Like Beckham: The Global Phenomenon of Women's Soccer, University of Nebraska Press, ISBN 0803240368
  • Kassouf, Jeff (2011), Girls Play to Win Soccer, Norwood House Press, ISBN 1599534649
  • McDougall, Chrös (2012), Soccer, ABDO, ISBN 1614785554
  • Richards, Ted (2013), Soccer and Philosophy: Beautiful Thoughts on the Beautiful Game, Open Court, ISBN 0812696824
  • Stevens, Dakota (2011), A Look at the Women's Professional Soccer Including the Soccer Associations, Teams, Players, Awards, and More, BiblioBazaar, ISBN 1241047464
  • Velázquez de León, Mauricio (2010), 20 Soccer Superstars, The Rosen Publishing Group, ISBN 1615329471

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2015 World Cup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-10. ციტირების თარიღი: 2019-03-27.
  2. 10 Best Female Footballers of All Time (27 October 2014).
  3. Women’s World Cup 2015: who is Marta, who is the greatest footballer of all time, Marta, Matildas - Fox Sports.
  4. Panja, Tariq (8 June 2015). „Best-Ever Female Player Marta Misses Soccer's Millions“. Bloomberg.
  5. FIFA.com. 2018 FIFA World Cup Russia™ - FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-08. ციტირების თარიღი: 2019-03-27.
  6. Nu är världens genom tiderna bästa fotbollsspelare svensk medborgare.
  7. Skytteliga 2007 Swedish. svenskfotboll.se. Svenska Fotbollförbundet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 13 January 2009.
  8. Wåhlin, Johan. (12 January 2009) Marta bäst i världen – flyttar till LA Swedish. dn.se. ციტირების თარიღი: 13 January 2009.
  9. „The Fabulous Forum“. 12 January 2009.
  10. Newly crowned Marta to join US league. FIFA (12 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 15 June 2012.
  11. Marta bringing star power to the L.A. Sol. ESPN (5 March 2009). ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  12. Marta! Marta! Marta!: LA Sol Star Named FIFA Women's Player of the Year. Bleacher Report (22 December 2009). ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  13. NJ Sky Blue Eclipse LA Sol 1–0 in Championship. NBC Los Angeles (7 January 2010). ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  14. Peixe anuncia Marta, que deverá receber a camisa 10 das mãos de Pelé. GloboEsporte.com (1 August 2009). ციტირების თარიღი: 5 August 2009.
  15. International Report: WPS Stars Head Overseas in the Off-Season. დაარქივებულია womensprosoccer.com ორიგინალიდან — 2009-10-19. ციტირების თარიღი: 2019-03-26.
  16. 'Sereias da Vila' dão show e Santos é campeão da Libertadores. iG (18 October 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 2 December 2009.
  17. Santos bate Botucatu e conquista a Copa do Brasil feminina. Estadão (1 December 2009). ციტირების თარიღი: 2 December 2009.
  18. Four-Time FIFA World Player of the Year Marta to Join the Pride. FC Gold Pride (4 February 2010). ციტირების თარიღი: 1 April 2010.[მკვდარი ბმული]
  19. Western New York Flash acquire Marta (25 January 2011). დაარქივებულია womensprosoccer.com ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 26 მარტი 2019.
  20. Sujay Dutt. (22 February 2012) Marta returns to Sweden with Tyresö. uefa.com. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2019.
  21. BACK TO SWEDEN. bigapplesoccer.com (February 22, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2012. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2019.
  22. Marta's agent in talks with four Swedish clubs Tyresö FF, Malmö, Linköping and Umeå. womenssoccerunited.com. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2019.[მკვდარი ბმული]
  23. Tyresö vann SM-guld efter dramatik. dn.se. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2019.
  24. Saffer, Paul. (22 May 2014) Müller the hero again as Wolfsburg win classic final. UEFA. ციტირების თარიღი: 22 June 2014.
  25. Jönsson, Fredrik. (5 June 2014) Tyresö lämnar damallsvenskan. Aftonbladet. ციტირების თარიღი: 22 June 2014.
  26. Marta stays in Sweden, signs with FC Rosengård – Equalizer Soccer.
  27. Wahl, Grant. „Brazil star Marta signs with NWSL's Orlando Pride“. SI.com.
  28. „2017 Orlando Pride Season in Review: Marta“. The Mane Land. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-14. ციტირების თარიღი: 2019-03-26.
  29. GloboEsporte.com > Pan2007 > Futebol Pan2007 - NOTÍCIAS - Pelé diz que Marta é Pelé de saias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-22. ციტირების თარიღი: 2019-03-26.
  30. US women hope Solo keeps Brazil’s Marta from finding the net. Al Arabiya (10 July 2011). ციტირების თარიღი: 6 September 2011.
  31. Recap: Brazil vs. United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 10 July 2011.
  32. Marta faz de pênalti e se torna a maior goleadora da história das Copas, Universo Online (პორტუგალიური)
  33. FIFA Player Statistics: Marta. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-18. ციტირების თარიღი: 2019-03-26.