ფიტოფაგია
იერსახე
ფიტოფაგია (ბერძ. φῠτόν — „მცენარე“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა სპეციალიზებული კვება მხოლოდ მცენარეებით. ფიტოფაგი არის მრავალი მწერი, რომელთა შორის პოლი- და ოლიგოფაგებთან ერთად მრავალი მონოფაგიცაა. მცენარისმჭამელი ხერხემლიანებიდან ბევრი (მაგ., მღრღნელები, მარცვლებით მკვებავი ფრინველები) იკვებება ცხოველური საკვებითაც, უმთავრესად უხერხემლოებით (შეადარე ნეკროფაგია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 335.