ფილ რადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფილ რადი
Phil Rudd - Manchester Apollo.jpg
ფილ რადი 1982 წელს AC/DC-ის კონცეტრზე მანჩესტერ აპოლოს საკონცერტო დარბაზში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1954
დაბ. ადგილი მელბურნი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი დრამი
აქტიური 1972–1983, 1994–დღემდე
ასოციაციები AC/DC
Buster Brown
საიტი philruddmusic.com
ფილ რადი ვიკისაწყობში

ფილიპ ჰიუ ნორმან რადი (ინგლ. Phillip Hugh Norman Rudd, ნამდვილი სახელი ფილიპ ჰიუ ნორმან ვიტშკე რუდზევეჩიუსი, ინგლ. Phillip Hugh Norman Witschke Rudzevecuis; დ. 19 მაისი, 1954) — ავსტრალიელი დრამერი. ფართოდაა ცნობილი, როგორც AC/DC-ის წევრი. 1977 წელს ბას-გიტარისტის, მარკ ევანსის, ბენდიდან წასვლის შემდეგ რადი გახდა AC/DC-ის ერთადერთი წევრი, რომელიც ავსტრალიაშია დაბადებული (ჯონსონი და უილიამსი ინგლისიდან არიან, იანგები კი შოტლანდიაში არიან დაბადებული). 2003 წელს ის AC/DC-ის სხვა წევრებთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2014 წელს რადმა საკუთარი პირველი სოლო ალბომი Head Job გამოუშვა. ახალ ზელანდიაში მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო რადს მოუწია გამოეტოვებინა AC/DC-ის 2015 წლის ტურნე Rock or Bust World Tour, რის გამოც ის უელსელმა კრის სლეიდმა ჩაანაცვლა. 2020 წლის 30 სექტემბერს AC/DC-მ დაადასტურა, რომ ფილ რადი ბენდს დაუბრუნდებოდა მათი ახალი ალბომისთვის Power Up.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილ რადი მელბურნში, ავსტრალიაში, დაიბადა. მას აქვს გერმანული და ირლანდიური ფესვები, მისი მამინაცვალი კი ლიეტუველი იყო. რადმა დრამზე დაკვრა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო და შემდეგ სერიოზულად გადაწყვიტა მუსიკალური კარიერისკენ სწრაფვა. სანამ AC/DC-ის შეუერთდებოდა, ის არაერთი ავსტრალიური ჯგუფის დრამერი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]