ბრაიან ჯონსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაიან ჯონსონი

ჯონსონი AC/DC-ის კონცერტზე მანჩესტერ აპოლოს დარბაზში,1982 წელი.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1947 წლის 5 ოქტომბერი
დაბ. ადგილი დანსტონი, დარემის საგრაფო, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი, ბლუზ-როკი, როკ-ენ-როლი, გლემ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1970-დღემდე
საიტი brianjohnsonracing.com
ბრაიან ჯონსონი ვიკისაწყობში

ბრაიან ფრენსის ჯონსონი (დ. 5 ოქტომბერი, 1947) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ყველაზე ფართოდ ცნობილი, როგორც AC/DC-ის ვოკალისტი. 1980 წელს, ბონ სკოტის გარდაცვალების შემდეგ, ის გახდა მესამე მომღერალი, რომელსაც ამ ბენდში უმღერია. 2003 წელს ჯონსონი და ჯგუფის დანარჩენი წევრები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სმენის პრობლემების გამო მან გამოტოვა 2016 წლის ტურნე Rock or Bust World Tour, სადაც ის ექსლ როუზმა ჩაანაცვლა. 2020 წლის 30 სექტემბერს AC/DC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯონსონი ჯგუფის ორ წევრთან, ფილ რადთან და კლიფ უილიამსთან, ერთად 2020 წელს გამოსასვლელი ალბომის Power Up ჩასაწერად დაბრუნდნენ ბენდში.

AC/DC-ში მოსვლამდე ჯონსონი იყო ინგლისური ჯგუფის, Geordie-ის, ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბრაიან ჯონსონი ცნობილია თავისი დამახასიათებელი ხმითა და ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისური აქცენტით.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონსონი 1947 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა დანსტონში, დარემის საგრაფოში. ის 4 დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსია.

ჯონსონის მამა ინგლისელი მაღაროელი და ბრიტანული არმიის წევრი იყო მეორე მსოფლიო ომისას, იბრძოდა იტალიაში და სწორედ იქ შეხვდა მომავალ მეუღლეს. ჯონსონის დედა იტალიის ქალაქ ფრასკატიდანაა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯონსონის ბიძები ბენიტო მუსოლინის აქტიური მხარდამჭერები და იტალიის არმიის ელიტური ქვედანაყოფ არდიტის წევრები იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ჯონსონის დედა და ოჯახის სხვა ქალები ფაშისტი ძმებისგან ფარულად ქათმების ფერმის ქვეშ მოწყობილ საიდუმლო სამალავში უვლიდნენ იტალიური არმიის მიერ ჩამოგდებულ ბრიტანელ პილოტებს. მეტიც, ჯონსონის დედა და ოჯახის სხვა ქალები შეფარებულ მფრინავებს შვეიცარიის საზღვრამდეც კი აცილებდნენ, საიდანაც ისინი შინ დაბრუნებას ახერხებდნენ.

ჯონსონი ამბობს: „მისი ძმები ფაშისტები, შავხალათიანები, იყვნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ მუსოლინი ყველაზე მაგარი ვინმე იყო. ასე ბევრი ხალხი ფიქრობდა. მათ [ბიძებს] პისტოლეტები და ფასონიანი უნიფორმები ჰქონდათ“.

ჯონსონმა თავადაც იმსახურა ბრიტანეთის არმიის რეზერვში, მედესანტეთა პოლკში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონსონის პირველი ბენდი იყო Gobi Desert Canoe Club. ის ასევე მღეროდა ბენდში Fresh. 1970 წლიდან ის იყო Jasper Hart Band-ში. ამ ბენდის სხვა წევრებთან ერთად შემდეგ მანდ დააარსა ჯგუფი სახელად Geordie. 1980 წელს ბონ სკოტის გარდაცვალების შემდეგ სკოტის მშობლების ხელშეწყობით ჯონსონი AC/DC-ს შეუერთდა და მას შემდეგ ამ ავსტრალიური ჯგუფის განუყოფელ წევრად ჩამოყალიბდა. AC/DC-ში მისი სადებიუტო ალბომი იყო Back in Black, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Geordie[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hope You Like It
  • Don't Be Fooled by the Name
  • Save the World
  • No Good Woman

AC/DC[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Back in Black
  • For Those About to Rock
  • Flick of the Switch
  • Fly on the Wall
  • Who Made Who
  • Blow Up Your Video
  • The Razors Edge
  • Live
  • Ballbreaker
  • Stiff Upper Lip
  • Black Ice
  • Rock or Bust
  • PWR/UP

სოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • National Lampoon's Totally Baked: A Potumentary საუნდტრეკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]