ფილომედუზა
ფილომედუზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Phyllomedusa | |||||||||||||
|
ფილომედუზა (ლათ. Phyllomedusa) — უკუდო ამფიბიების გვარი ვასაკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 6 სმ აღწევს, ზედა მხარე მწვანეა, გვერდები და კიდურები — ნარინჯისფერი, წითელი ან იისფერი. აქვს სატაცი თათები. გვარში 30 სახეობაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გვხვდება კოსტა-რიკიდან სამხრეთით არგენტინამდე. ბინადრობენ მაღალი ხეების ვარჯში. წყალში არ ჩადიან გამრავლების დროსაც კი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 309.