ფილის უიტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილის უიტლი
Phillis Wheatley frontispiece.jpg
დაბადების თარიღი 1753[1]
დაბადების ადგილი სენეგალი
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი 1784(1784-12-05)[2] [3] [1]
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი
დასაფლავებულია Copp's Hill Burying Ground
საქმიანობა პოეტი[4] და მწერალი
ენა ინგლისური ენა[2]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[5]
მოქალაქეობა აშშ[6]
Magnum opus Poems on Various Subjects, Religious and Moral[7]

ფილის უიტლი (დ. 5 დეკემბერი, 1753 — გ. 1784, ბოსტონი, მასაჩუსეტსი) — პოეტი. პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც გამოაქვეყნა პოეზიური ჟანრის წიგნი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ იგი დაიბადა 1953 დასავლეთ აფრიკაში, (სავარაუდოდ გამბიაში ან სენეგალში). 8 წლის ასაკში გადაიყვანეს ბოსტონში, მასაჩუსეტსის ბრიტანულ კოლონიაში, გემით სახელად „The Phillis“. გემის მესაკუთრე იყო ტიმოთი ფიტჩი, ხოლო კაპიტანი პიტერ გვინი. ბოსტონში ჩასული ფილისი 1761 წლის 11 ივლისს იყიდა შეძლებულმა ბოსტონელმა ვაჭარმა ჯონ უიტლიმ, თავისი ცოლის — სუზანას მოსამსახურედ. ოჯახმა მას ფილისი დააქვა, როგორც მის ჩამომყვან გემს ერქვა. ჩვეულებრივი იყო მონებისთვის საკუთარი გვარის მიცემა, ამიტომ ფილისსაც უიტლი უბოძეს.

უიტლების 18 წლის ქალიშვილმა, მერიმ და მისმა ძმამ, ნათანიელმა, ფილისს წერა-კითხვა ასწავლეს. უპრეცედენტო შემთხვევა იყო მონისათვის განათლების მიცემა, მით უმეტეს, ქალისთვის. 12 წლის ასაკიდან იგი კითხულობს ბიბლიას, ბერძნულ და ლათინურ კლასიკურ ნაწარმოებებს.

13 წლის ასაკში დაწერა პირველი პოემა — „To the University of Cambridge, in New England“, რომელიც მალევე გამოქვეყნდა და პოპულარობა მოიპოვა ბოსტონის საზოგადოებაში. მისი ლიტერატურული შესაძლებლობების გააზრების შემდეგ, უიტლების ოჯახმა ფილისის განათლებას შეუწყო ხელი და მისი საშინაო საქმეები სხვა მონებს გადააბარეს.

1773 წელს, ოცი წლის ასაკში, ფილისი ახლდა ნათანიელ უიტლის ლონდონში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მეორე მიზეზი იყო, ის, რომ სუზანას (მის პატრონს) მიაჩნდა, რომ ფილისს ბრიტანეთში თავისი პოემების გამოქვეყნების უფრო დიდი შანსი ჰქონდა. მას ჰქონდა აუდიენცია ლონდონის მერისა და ბრიტანული ინტელიგენციის სხვა ცნობილ წევრებთან (ამასთანავე, მას ჯორჯ მესამესთანაც ჰქონდა ჩანიშნული შეხვედრა, თუმცა ბოლსტონში მოუწია დაბრუნება). სელენა ჰასტინგსი ჰანტინგტონიდან, დაინტერესდა ნიჭიერი ახალგაზრდა აფრიკელი ქალით და უზრუნველყო მისი პოემების და ტომეულების გამოქვეყნების საკითხი, ლონდონში, 1773 წლის ზაფხულში, თუმცა, ჰასტინგსის ავადმყოფობის გამო ისინი ვერ შეხვდნენ.

ფილის უიტლიმ მიწერა სასულიერო პირ სამსონ ოკკომს და მიაწოდა იდეები შავკანიანი მონების გათავისუფლებისა და მათი დაბადებისა და სრულფასოვანი ცხოვრების უფლებებზე ამერიკაში. იგი ასევე ცვლიდა წერილებს ბრიტანელ ჯონ ტორნტონთან, რომელიც განიხილავდა მის პიროვნებასა და პოეზიას. პოეზიის გარდა მას თავისუფლა შეეძლო თავისი აზრების დაფიქსირება და სხვებისთვის გაზიარება.

1773 წელს გამოშვებული წიგნით „Poems on Various Subjects“, იგი გახდა „ყველაზე ცნობილი აფრიკელი დედამიწაზე“. ფრანგი მწერალი ვოლტერი მეგობრისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ უიტლიმ დაამტკიცა, რომ შავკანიანებს შესაძლებლობა შეეძლოთ წერა. მას პატივისცემით მოიხსენიებდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც მიწეარ ფილისს (მას შემდეგ რაც მან ვაშინგტონს პოემა მიუძღვნა), რომ მისი წერის სტილი და მანერა ამტკიცებს მის დიად პოეტურ ნიჭს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1773 წლის ნოემბერში, მონობიდან გაათვისუფლა უიტლების ოჯახმა, მისი ერთ-ერთი წიგნის გამოშვებისთანავე. ყოფილი მეპატრონე სუზანა უიტლი გარდაიცვალა 1774 წლის გაზაფხულზე, ხოლო ჯონ უიტლი 1778 წელს. ცოტა ხნის შემდეგ, ფილისი დაქორწინდა თავისუფალ შავკანიან, სურსათის გამყიდველ ჯონ პიტერსზე 1778 წელს. მათ მოუხდათ სიღარიბეში ცხოვრება და, რასაც დაემატა მათი 2 ჩვილი ბავშვის გარდაცვალება. ქმარი ვალების გამო, 1784 წელს დააპატიმრეს, უიტლი კი ჩავარდა სიღარიბეში და გარდაიცვალა დაავადებით 1784 წლის 5 დეკემბერს, 31 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 48, ილ., 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1155.
  5. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  6. LIBRIS — 2012.
  7. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1156.