შინაარსზე გადასვლა

ფერნანდუ II (ბრაგანსის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდუ II
ბრაგანსის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1478
მმართ. დასასრული: 20 ივნისი, 1483
წინამორბედი: ფერნანდუ I
მემკვიდრე: ჟაიმე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1430
გარდ. თარიღი: 20 ივნისი, 1483, (53 წლის)
მეუღლე: ლეონორ დე მენეზესი
იზაბელა ვიზეუელი
შვილები: ჟაიმე I, ბრაგანსის ჰერცოგი
დინიში, ლემოს გრაფი
დინასტია: ბრაგანსები
მამა: ფერნანდუ I, ბრაგანსის ჰერცოგი
დედა: ხუანა დე კასტრო
რელიგია: კათოლიციზმი

ფერნანდუ II (პორტ. Fernando II; დ. 1430 — გ. 20 ივნისი, 1483) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ ფერნანდუ I-ის უფროსი ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1478-1483 წლებში.

ფერნანდუ დაიბადა 1430 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანსის ჰერცოგ ფერნანდუ I-ისა და მისი ცოლის, ხუანა დე კასტროს პირველი შვილი. იგი ბავშვობიდანვე ძალიან ახლოს იყო თავის ბიძაშვილთან, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-თან, რომელსაც თან ახლდა მაროკოში ლაშქრობისას. 1464 წელს მეფე აფონსუმ მას ხიმარესის გრაფობა უბოძა, 1475 წელს კი ხიმარესის ჰერცოგის რანკში აამაღლა.

ფერნანდუ ასევე მონაწილეობდა 1474 წელს დაწყებულ კასტილიის მემკვიდრეობის ომში, სადაც ერთმანეთს არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის ცოლი ისაბელ კასტილიელი და პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ის ცოლი ხუანა ლა ბელტრანეხა ებრძოდნენ. საბოლოოდ ბრძოლა ისაბელ კასტილიელის ტრიუმფითა და ხუანასთან განქორწინებით დასრულდა, მაგრამ გადასახლებულ დედოფალზე ზრუნვა ფერნანდუს დაეკისრა.

1478 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ ფერნანდუ ბრაგანსის ჰერცოგი გახდა. ამ დროისათვის ბრაგანსას დინასტის პორტუგალიაში ყველაზე დიდი და ძლიერი სახლი იყო ავისის სამეფო დინასტიის შემდეგ. ფერნანდუმ ბრაგანსის ჰერცოგთა რეზიდენცია მალევე გადაიტანა ვილა-ვიკოზას სასახლეში.

მას შემდეგ, რაც ტახტზე აფონსუს ვაჟი ჟუან II ავიდა, მან ისეთი რეფორმების გატარება დაიწყო, რომლითაც შეძლებდა პორტუგალიელი თავად-აზნაურობისათვის ძალაუფლების შემცირებას. ჟუან II განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ბეჟას, ბრაგანსისა და ვიზეუს დინასტიების ძალაუფლების შემცირებაზე.

ჟუანმა ბეჟას ჰერცოგი დიუგუ, რომელიც ბიძაშვილად ერგებოდა, უაზროდ დაადანაშაულა ღალატში და სიკვდილით დასაჯა. იგივე ბედი ეწია ფერნანდუ II-საც, რომელიც 1483 წლის 20 ივნისს, ევორაში სიკვდილით დასაჯეს. მეფემ მის ოჯახს მთელი ქონება წაართვა, რის გამოც ბრაგანსები იძულებული გახდნენ კასტილიაში გაქცეულიყვნენ, საიდანაც 1498 წელს დაბრუნდნენ და დაიბრუნეს წართმეული ტიტულები.

ქორწინებები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდუ ორჯერ დაქორწინდა. იგი პირველად დაქორწინდა ლეონორ დე მენეზესზე, თუმცა იგი მალევე უშვილოდ დაიღუპა. 1472 წელს, ფერნანდუმ ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის უფროსი და, იზაბელა ვიზეუელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ფილიპე (?-?), დაიბადა მკვდარი;
  2. ჟაიმე I (1479-1532), ბრაგანსის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ლეონორ პერესი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ხუანა მენდოსა. ორივე ცოლთან სულ ათი შვილი შეეძინა;
  3. დინიში (1481-1516), ლემოს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. მარგარიდა (?-?), დაიბადა მკვდარი;
  • ”Nobreza de Portugal e do Brasil” – Vol. II, page 440/442. Published by Zairol Lda., Lisbon 1989.
  • Gerli, E. Michael, and Armistead Samuel G., Medieval Iberia, p. 182, Taylor & Francis, 2003 ISBN 9780415939188