ფერენც ტაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერენც ტაჰი
წინამორბედი ფერენც ნიარი
მემკვიდრე ლასლო ბანფი
დაიბადა 1526 წელი
გარდაიცვალა

1573 წლის 3 ოქტომბერი,

სუსედგრადი
დაკრძალულია წმინდა სამების ეკლესია, დონჯა სტუბიკა
წმინდა სამების ეკლესია, დონჯა სტუბიკა
საგვარეულო ტაჰის ოჯახი
მეუღლე(ები) ჯელენა ზრინსკი
შვილ(ებ)ი გაბორი
მამა ჯანოს ტაჰი
საქმიანობა 1553–1573 წლები

ფერენც ტაჰი ტაჰვარ ეტ ტარკო (ასევე, ცნობილი, როგორც ფრანჯო ტაჰი, ან ტაჰი – ხორვატიულ, ხოლო ფერენც ტაჰისლოვენიურ ენებზე; 1526–1573 წლები)[1][2]უნგრულ-ხორვატიული დიდგვაროვანი ტაჰის ოჯახიდან, რომელიც სათავეს იღებს ფილის ოლქიდან. ფერენც ტაჰის ეკავა სამეფოს მრჩევლისა და სამეფო კარის ოფიცრის პოზიციები.[1] ყმების მიმართ სასტიკი მოპყრობა ხორვატიულ-სლოვენიური გლეხების აჯანყების საწინდარი გახდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1524 წელს მამამისი ჯანოს ტაჰი ატარებდა ხორვატიის ბანის წოდებას[2] და გარდაიცვალა, როდესაც ფერენცი იყო 10 წლის ასაკში.[2] იგი დაქორწინდა ჯელენაზე, რომელიც იყო ცნობილი ხორვატი დიდებულისა და ომის გენერლის, ნიკოლა IV ზრინსკის და.[1] მისი ქალიშვილი მარგარეტა 1556-დან 1567 წლამდე დაქორწინებული იყო პიტერ ერდოდზე, რომელიც იყო ხორვატიის ბანი.[1] ტაჰის, ასევე, ჰყავს ვაჟიშვილი, სახელად გაბორი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერენც ტაჰმა თავი გამოიჩინა ოსმალო თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში, რისთვისაც იგი დაინიშნა სამეფო არმიის მეთაურად სამხრეთ უნგრეთში, ისევე როგორც ციხე-სიმაგრეების მეთაურად სიგეტვარსა და ნადკანიჟაში. მას შემდეგ, რაც 1556 წელს ოსმალებმა დაიპყრეს სლავონიისა და უნგრეთის მამულები, ფერეცმა ახალი მამულები შეიძინა სტატენბერგში, სტირიასა, და 1564 წელს სუსედგრად-სტუბიცას საფეოდალოს ნახევარი, რომელიც წარმოადგენდა ბატორიების ოჯახის ყოფილ სამკვიდროს. ამ შენაძენს მოჰყვა მისი დაპირისპირება ჰენინგის ოჯახთან, რომელიც ფლობდა სუსედგრად-სტუბიცას საფეოდალოს მეორე ნახევარს. 1565 წელს, ადგილობრივი გლეხების მხარდაჭერით, ჰენინგებმა განდევნეს ტაჰი და მისი ოჯახი და დაამარცხეს მეფისნაცვლის არმია, რომელიც ცდილობდა ტაჰიებისთვის დახმარება გაეწია ახალი მამულების დაბრუნებაში. უნგრეთის სამეფო პალატამ მალევე ჩამოართვა ტაჰის საფეოდალო. ტაჰი დაუპირისპირდა პალატის განკარგმველს, რასაც შედეგად მოჰყვა 1569 წელს საფეოდალოს ტაჰისთვის დაბრუნება. უმალვე, იქ დაიწყო აჯანყებების სერია.[1] ხორვატი ისტორიკოსის, ვიკოსლავ კლაიჩის თანახმად, ტაჰი პროტესტანტიზმის მიმდევარი იყო.[4]

წვლილი ხორვატიელ-სლოვენიელი გლეხების აჯანყებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერენც ტაჰის მხრიდან ხორვატი გლეხების მიმართ მოპყრობა, ტრადიციულად ცნობილია, როგორც ძირითადი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია ხორვატიელ-სლოვენიელი გლეხების აჯანყება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ისტორიოგრაფია ხაზს უსვამს სხვა უმნიშვნელოვანეს, უმეტესწილად ეკონომიკურ მიზეზებს, რომლებმაც გამოიწვია აჯანყება.[2] ისტორიკოსი ბრანკო ჩიჩკო მიიჩნევს, რომ ფერენც ტაჰი იმაზე უფრო ცუდად არ ეპყრობოდა თავის ყმებს, ვიდრე იმ პერიოდის სხვა ფეოდალი ბატონები, და რომ მისი უარყოფითი იმიჯი შეიქმნა მე-19 საუკუნის განმავლობაში, როგორც ცუდი უნგრელების პერსონიფიკაცია ხორვატების ეროვნულ ისტორიაში.[5] თუმცა, ამის ნაცვლად, იგი აჯანყების დაწყების მიზეზად ასახელებს საფეოდალო მამულებისთვის ბრძოლასა და სამეფოს ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან გრდაკის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას.[5]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ფერენც ტაჰი მძიმედ დაავადდა. ამ დროს, მან საკუთარი თავისთვის შეუკვეთა საფლავის ქვა, რომელიც დღესდღეობით, ინახება 1573 წლის გლეხთა აჯანყების მუზეუმში, ორშიჩის ციხეში (სტუბიცა, ხორვატია).[2] მისი გარდაცვალების შემდეგ, ტაჰი დაკრძალეს წმინდა სამების ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს სტუბიცას დასახლება დონჯაში.[1] გლეხების აჯანყების მუზეუმის კურატორის თანახმად,[6] ადგილობრივი მღვდლის ბრძანებით, ტაჰის საფლავი გაიტანეს იმ ეკლესიიდან, სადაც იგი თავის დროზე დაასაფლავეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ ქალებმა დაიწყეს ტაჰის საფლავზე მისვლა უნაყოფობის განკურნების შესავედრებლად.[7] მოგვიანებით, საფლავის რელიეფი დააკონსერვეს გლეხთა აჯანყების მუზეუმში.

პოპკულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერენც ტაჰი განასახიერა სერბმა მსახიობმა პავლე ვუისიჩმა იუგოსლავიურ/ხორვატიული წარმოშობის ისტორიულ ომის ფილმში Anno Domini 1573 წ .[8]

ხორვატიული მძიმე მეტალის ჯგუფმა "Podne Rogato"-მ მას მიუძღვნა სიმღერა, სახელწოდებით "Franjo Tahi".[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Tahi, Franjo | Hrvatska enciklopedija. ციტირების თარიღი: 2017-05-01
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Franjo Tahy de Tahvár et Tarkő | Visit Zagorje en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-18. ციტირების თარიღი: 2017-05-01
  3. Koropec, Jože, Štatenberg i seljačka buna, Radovi zavoda za hrvatsku povijest vol 5 no1, 1973., page 155 - 157
  4. Klaić, Vjekoslav (1988). Povijest Hrvata: knjiga peta. Matica hrvatska, გვ. 377. 
  5. 5.0 5.1 BRANKO ČIČKO 2017.: ‘Franjo Tahy nije negativac, a Gubec je slučajni junak’ hr (2023-05-28). ციტირების თარიღი: 2023-05-28
  6. As mentioned in episode concerning Matija Gubec.
  7. BRANKO ČIČKO 2017.: ‘Franjo Tahy nije negativac, a Gubec je slučajni junak’ hr (2023-05-27). ციტირების თარიღი: 2023-05-27
  8. Sovagovic, Fabijan; Zivojinovic, Velimir 'Bata'; Vuisic, Pavle; Mimica-Gezzan, Sergio (1975-11-14), Seljacka buna 1573, https://www.imdb.com/title/tt0070663/fullcredits?ref_=tt_ov_st_sm. წაკითხვის თარიღი: 2017-05-01
  9. Ivuša Gojan (2010-09-21), Podne Rogato - Franjo Tahi (demo), https://www.youtube.com/watch?v=6OAl7YjkUY4. წაკითხვის თარიღი: 2017-05-01