ფერაულთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფერაულთ ციხე — კოშკი, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახმატში, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით. მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული და მესამე სართულის ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაწილი. შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთ კედელში, მიწიდან 3,4 მეტრზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო შეწყვილებული სათოფურია. მეორე სართულის დასავლეთ კედელში სარკმელია, აღმოსავლეთისაში — სათოფური. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]