ფერადი ლითონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერადი ლითონები, ყველა ლითონისა და მათი შენადნობების ტექნიკური სახელწოდება (გარდა რკინისა და მისი შენადნობებისა). ფერადი ლითონები შეიძლება დაიყოს ჯგუფებად: მსუბუქი (ალუმინი, მაგნიუმი, ტიტანი, ბერილიუმი, ლითიუმი და სხვა), მძიმე (სპილენძი, კობალტი, ტყვია, კალა და სხვა), ძნელდნობადი (ვოლფრამი, მოლიბდენი, ქრომი და სხვა), გაბნეული (გალიუმი, ინდიუმი, თალიუმი), იშვიათ მიწათა (სკანდიუმი, იტრიუმი, ლანთანი, და ყველა ლანთანიდი) და რადიოაქტიური (ფრანციუმი, პოლონიუმი, თორიუმი, ურანი და სხვა) ლითონები. ისეთ ფერადი ლითონებს, რომელთაც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ და იყენებენ, უწოდებენ იშვიათ ლითონებს. მათ განეკუთვნება ყველა გაბნეული, იშვიათ მიწათა და რადიოაქტიური ლითონები. ძნელდნობადი ლითონების უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი მსუბუქი ლითონი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]