ფანარიოტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფანარიოტები ვლახეთში.

ფანარიოტები[1] (ბერძ. Φαναριώτες, რუმ. Fanarioţi) — საბერძნეთის სასულიერო პირთა და სავაჭრო-ფულადი არისტოკრატიის წარმომადგენლები ოსმალეთის იმპერიაში XVIII-XIX საუკუნის მიჯნაზე. სარგებლობდნენ მნიშვნელოვანი პრივილეგიებით, მათ შორის შეეძლოთ მაღალი თანამდებობების დაკავება ოსმალეთის ადმინისტრაციაში. ფანარიოტების ხელისუფლება გაუქმდა ვლახეთსა და მოლდოვაში ვლახეთის აჯანყების (1821 წ.) შედეგად, საბერძნეთში - საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციის (1821-1829 წწ.) მსვლელობის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ახ. ბერძნული Φαναριώτες სიტყვასიტყვით – ფანარის (სტამბოლის კვარტალი, სადაც არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენცია) მცხოვრები.