უჯარმის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯარმის ხიდი — არქიტექტული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის სამხრეთით, 3,6 კმ-ზე. თბილისი-თელავის (გომბორის უღელტეხილით) საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. გზიდან 100-120 მეტრზე. ხიდი გადებულია მდინარე ნივთიანისხევზე (მდინარე ივრის მარჯვენა შენაკადი).

აგებულია XIX საუკუნეში. ხიდი ზომითა და ხასიათით სოლიდურია (სიგრძე-38 მეტრი სავალი ნაწილის სიგანე-2,6 მ.) ერთმალიანი, ნახევარწრიული თაღის ფორმისა (დიამეტრი - 7,2 მეტრი. თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან - 7 მ.). ხიდის უმეტესი ნაწილი ნაგებია ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით (21×21×4,5 სანტიმეტრი). ქვები თანაბარი ზომისაა. გორმის მიხედვით შერჩეულია და ორ ფენად ნაწყობი აგურის სწორხაზოვან რიგებს შორისაა მოქცეული. თაღი და მოაჯირი მთლიანად აგურისაა. დაზიანებულია: ხიდის მიაჯირის ნაწილი აღარ აქვს, მარცხენა ბურჯს საპირე წყობის ნაწილი აკლია. ხიდი ამჟამადაც მოქმედია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]