უჯარმის მეორე ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უჯარმის ნაგებობა.

უჯარმის მეორე ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის დასავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრზე, ფიდნის ეკლესიისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ბლებად წოდებულ ადგილას. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა (სიგანე — 6,4 მეტრი, სიგრძე არ დგინდება), რომლის გრძივი ღერძი სამხრეთ-ჩრდილოეთითაა მიმართული. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია: ჩრდილოეთ კედელი (მთელ სიგრძეზე), აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლო და დასავლეთ კედლის ფრაგმენტები (შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,2 მეტრია). სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის დანარჩენი ნაწილი მიწის პირამდეა დანგრეული, ისე, რომ მათი კვალიც კი აღარ იკითხება.

შემორჩენილი კედლები საშუალო ზომის, რიყის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. შიგნით, ჩრდილოეთ კედლის გაყოლებით, კედლიდან 1,6 მეტრზე, მოჩანს საყრდენი კედლის კვალი. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდესთან მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]