უძრახელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უძრახელა
(Caragana pygmaea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანნი
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსანნი
გვარი:  უძრახელა
ლათინური სახელი
Caragana

უძრახელა (ლათ. Caragana) — მერქნიან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია. მეტწილად ყვითელი ან ვარდისფერი.

70-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლების უდაბნოებსა და სტეპებში, ხშირად — ბიცობიან ადგილებსა და ბარხანებზე, კლდეებზე, ნაზვავებზე, ტყის პირებსა და გამეჩხერებულ ტყეებში.

საქართველოში მხოლოდ 1 სახეობაა — დიდყვავილა უძრახელა (ლათ. Caragana grandiflora); იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში. უძრახელას გვარის 20-მდე სახეობა შეტანილია კულტურაში. კარგად იტანს კრეჭას, იყენებენ ცოცხალ ღობედ, ადვილად მრავსლდება თესლით.

მისი ზოგიერთი სახეობის ქერქისაგან იღებენ ლაფნის უხეშ ბოჭკოს და ინდიგის ტიპის საღებავს. მერქანს სახარატო ნაკეთობებისათვის იყენებენ, თესლიდან ზეთს ხდიან. უძრახელას ყველა სახეობა თაფლოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]