უძილობა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|უძილობა}} |
უძილობა, ინსომნია, აგრიპნია, ძილის მოშლა — ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელი წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ დილით გაღვიძების გაძნელება); ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა. უძილობის დროს მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის (სიზმრებიანი და უსიზმრო) ფაზებს შორის. უძილობა ძირითადად ვითარდება ნევროზის, ფსიქოზის, ტვინის ორგანული დაავადების (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების დროს, აგრეთვე ისეთი სომატური დაავადების შემთხვევაში, როდესაც დაავადების რაიმე გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის დროულ ჩართვას ძილში. ჯანმრთელი ადამიანის უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან\და ფსიქოლოგიურმა გადაძაბვამ, ღრმა განცდებმა და ა.შ.
მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა; გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება; უძილობის გამომწვევი დაავადების მკურნალობა; ნევროზის დროს — ფსიქოთერაპია, ტრანკვილიზატორები, ძილის წინ სეირნობა, წყლის პროცედურები, ფიზიკური ვარჯიში: ზოგჯერ საძილე საშუალებანი;