უშოლთის მღვიმე
იერსახე
| უშოლთის მღვიმე | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°29′56″ ჩ. გ. 43°23′13″ ა. გ. / 42.4991194° ჩ. გ. 43.3869806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 1840 მ |
| სიგრძე | 2150 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
უშოლთის მღვიმე — მღვიმე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში, სოფელ უშოლთიდან 2,5 კმ. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარე ბნელეთურის (ხეორის მარცხენა შენაკადი) აუზში, ზღვის დონიდან 1840 მ. გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში, ჯამური სიგრძე 2150 მ. მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით დარბაზები „თბილისის უნივერსიტეტი“, „ვახუშტი“ და სხვა. მღვიმიდან გამოდის ნაკადული.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მღვიმის შესასვლელი
-
მღვიმის ერთ-ერთი დარბაზი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯიშკარიანი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 196.