უსარგებლო დნმ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უსარგებლო დნმ, არაკოდირებადი დნმ (ინგლ. junk DNA) — გენომური დნმ-ის თანმიმდევრობები, რომელთა ფუნქციაც ჯერჯერობით დაუდგენელია. ტერმინი „უსარგებლო დნმ“ პოპულარული გახდა 1960-იან წლებში. განამტკიცა სუსუმი ონომ 1972 წელს.[1] ძველად ითვლებოდა, რომ ადამიანის გენომის დნმ-ის თანმიმდევრობების დაახლოებით 95% განეკუთვნებოდა არაკოდირებად დნმ-ს. ასეთი თანმიმდევრობები მოიცავს ინტრონების თანმიმდევრობებს და გენებს შორის დნმ-ის უბნებს, აგრეთვე გამეორებულ უბნებს. თუმცა 2012 წელს პროექტ „დნმ-ის ელემენტების ენციკლოპედიის“ (ENCODE) პუბლიკაციებში ითქვა, რომ არაკოდირებადი დნმ-ის პროცენტულობა ძლიერ გაზვიადებულია და რომ გენომის 80%-ს აქვს ბიოქიმიური ფუნქციები[2][3].

უსარგებლო დნმ-ის ევოლუციური როლისა და წარმოქმნის ერთიანი კონცეფცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეუკარიოტების არაკოდირებადი დნმ წარმოადგენს დნმ-ის არაკოდირებადი თანმიმდევრობების ნაშთებს, რომლებიც წარმოიქმნა სიცოცხლის ფორმირებისას. პროკარიოტები იძულებულები იყვნენ, შეემცირებინათ საკუთარი გენომის ზომა, რათა შეემცირებინათ რაოდენობა დნმ-ისა, რომელშიც შეიძლება მოხდეს მუტაციები, ხოლო ეუკარიოტებმა „გაიარეს“ დიპლოიდურობისა და რეგულარული სქესობრივი პროცესის გზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ohno, Susumu (1972). რედ. H. H. Smith: So Much "Junk" DNA in Our Genome. Gordon and Breach, New York, გვ. 366–370. წაკითხვის თარიღი: 2013-05-15. 
  2. J. R. Ecker et al., Genomics: ENCODE explained, Nature 489, pp. 52-55, 06 September 2012
  3. E. Pennisi, ENCODE Project Writes Eulogy for Junk DNA, Science 337(6099) pp. 1159—1161, 7 September 2012