ურაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურაშა
Sarcopoterium spinosum
Sarcopoterium spinosum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ურაშა
ლათინური სახელი
Poterium

ურაშა (ლათ. Poterium) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.

მისი 30 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ევროპაში, წინა და შუა აზიაში; საქართველოში მხოლოდ 1 სახეობა (ლათ. Poterium Polygamum) იზრდება; გვხვდება მშრალ ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ ნაზვავებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებს შორის მთის ზედა სარტყლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]