უნივერსიტეტის ქუჩა
უნივერსიტეტის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | დელისი |
უნივერსიტეტის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ვაკის რაიონში (დელისი); მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 70-იან წლებში. სახელი ეწოდა 1977 წელს, თსუ-ის მაღლივი კორპუსის აშენების შემდეგ. ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის დადგენილებით ქუჩას დაემატა ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი. უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს ორივე მხარეს მიუყვება საბურთალოს სასაფლაო. ნაფეტვრები, სააგარაკო ადგილი თბილისის დასავლეთ ნაწილში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 171, ISBN 978-99928-20-35-3.