ულუფა
იერსახე
ულუფა — ლაშქრის, სახელმწიფო მოხელეთა და შიკრიკების გამოსაკვებად დაწესებული გადასახადი შუა საუკუნეებში. ულუფა ძირითადად ნატურალური გამოსაღები იყო, მაგრამ ზოგჯერ ფულადაც იხდიდნენ. ეს გადასახადი ჯერ კიდევ სელჩუკიანთა ხანაში გვხვდება (ნიზამ ალ-მულქი), მონღოლთა ბატონობის დროს კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადასაღები გახდა, რადგან ზუსტად არ იყო განსაზღვრული მისი ოდენობა და აკრეფასაც ბევრი სიავკაცე სდევდა. საქართველოში ულუფა მონღოლებმა შემოიღეს. XV—XVIII საუკუნეებში ის ადგილობრივი გადასახადად იქცა. გვხვდება სათათრო, მუდამი, მთელი, წვრილი ულუფა. თანამედრო ქართულში აღნიშნავს კერძს, წილს (საზრდოსი, საკვებისა).
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟამთააღმწერელი,წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965;
- ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1974
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 195;
- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 141.