ულეწელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულეწელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ულეწელა
ლათინური სახელი
Chondrilla

ულეწელა (ლათ. Chondrilla) — მრავალწლოვან ან ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

შეიცავს 30-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 2 სახეობა (Chondrilla juncea და Chondrilla acantholepis); მათ ძირიდანვე დატოტვილი, წკეპლისებრი ღერო აქვთ; ფესვთანური ბურბუშელისებრია, ღეროსეული — ხაზური ან ლანცეტა. ენისებრი ორსქესიანი ყვითელი ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან კალათებად.

იზრდებიან მთის შუა სარტყლამდე, ქვიშნარებზე. Chondrilla juncea შეიცავს კაუჩუკს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]