უკრაინული თეთრთავა ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფური

მსხვილი რქოსანი საქონლის უკრაინული თეთრთავა ჯიში — სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს უკრაინაში. მიიღეს ადგილობრივი პოლესიური ჯიშის შეჯვარებით ჰოლანდიურთან. ტანი წაგრძელებული და ვიწროა, ზურგი არაერთგვაროვანი, გავა ხშირად ჩამოშვებული, სახურავისებური და შევიწროვებულია, ნაზია კონსტიტუციისაა, კუნთები მცირედაა განვითარებული. ფერად წითელი ან შავია, თავი, მუცელი, ფეხები და კუდის ბოლო — თეთრი. კუროს ცოცხალი მასაა 800–850 კგ (უდიდესი 1100 კგ); ფურისა 400–450 კგ (უდიდესი 500 კგ). იწველის 2500–3000 კგ რძეს წელიწადში, რეკორდულია 12 339 კგ. რძის ცხიმიანობაა 3,5–3,8%. სანაშენო საქმიანობა მიმდინარეობდა წველადობისა და ცხიმიანობის გაუმჯობესების და ექსტერიერის ნაკლების გასწორების მიზნით. საქონელი უმრავლეს შემთხვევაში გამრავლებულია „თავისში“, აგრეთვე გამოიყენება ჩართვითი შეჯვარება შავ-ჭრელ და სიმენტალური ჯიშების კუროებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кравченко М. А., Бipюкова Є. С., Аналiз племiнноϊ роботи з худобою бiлоголовоϊ yкpaϊнськоϊ породи, «Науковi працi. Киϊвська дослiдна станцiя тваринництва», 1960, т. 6;
  • Скотоводство. Крупный рогатый скот, т. 1, М., 1961.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]