უილიამ ჯეიმზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ ჯემსი)
Jump to navigation Jump to search
უილიამ ჯეიმზი
William James b1842c.jpg
დაბ. თარიღი 11 იანვარი 1842(1842-01-11)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[6]
გარდ. თარიღი 26 აგვისტო 1910(1910-08-26)[1] [2] [3] [4] [5] (68 წელი)
გარდ. ადგილი ტემუორთი
მოქალაქეობა აშშ[7]
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია და ფსიქოლოგია
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და Harvard School of Engineering and Applied Sciences
განთქმული მოსწავლეები Edward Thorndike, Arthur Oncken Lovejoy და Mary Whiton Calkins
მამა ჰენტი ჯეიმზ უფროსი

უილიამ ჯეიმზი (ინგლ. William James; დ. 11 იანვარი, 1842, ნიუ-იორკი — გ. 26 აგვისტო, 1910, ჩოკორუა) — ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი წარმომადგენელი. სახელმძღვანელოებისა და მეცნიერული შრომების ავტორების მიერ ხშირად მოიხსენება როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიის მამა. მწერალ ჰენრი ჯეიმზის უფროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა მედიცინას, 1869 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა პრაქტიკოსი ექიმის კარიერაზე. 1872 წლიდან ასისტენტი — 1885 წლიდან ფილოსოფიის პროფესორი, 1889–1907 წლებში - ფსიქოლოგიის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც 1892 წელს ჩამოაყალიბა პირველი აშშ-ში გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორია (მიუნსტერბერგთან ერთად). აქტიურად იყო დაკავებული პარაფსიქოლოგიური ცდებითა და სპირიტიზმით. ჯეიმზი, ისევე როგორც სტენლი ჰოლი, ორჯერ იყო ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი 1894 და 1904 წლებში. პრუსიის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი.

ძირითადი იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878–1890 წწ. ჯეიმზი ქმნის თავის „ფსიქოლოგიის პრინციპებს“, რომელშიაც უკუგდებულია გერმანული ფსიქოლოგიის ატომიზმი და წამოყენებულია ცნობიერების კონკრეტული ფაქტებისა და მდგომარეობების შესწავლის ამოცანა, განსხვავებით ცნობიერების „შიგნით“ მყოფი მოცემულობებისა. ჯეიმზი განიხილავდა ცნობიერებას, როგორც ინდივიდუალურ ნაკადს, რომელშიაც ერთიდაიგივე შეგრძნებები ან აზრები არასოდეს ორჯერ არ წარმოიშობიან (მსგავსად ჰერაკლიტეს დებულებისა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობის შესახებ). ცნობიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად ჯეიმზი თვლიდა მის შერჩევითობას. ჯეიმზის თვალსაზრისით, ცნობიერება არის ფუნქცია, რომელიც, „ერთობ სავარაუდოა, - ისევე როგორც სხვა ბიოლოგიური ფუნქციები, - ვითარდებოდა იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა“. ხელმძღვანელობდა რა ცნობიერების ასეთი შემგუებლური ხასიათით, ჯეიმზი დიდ ადგილს უთმობდა ინსტინქტებსა და ემოციებს, აგრეთვე ადამიანის ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. ფართო გავრცელება ჰპოვა მის მიერ 1884 წელს წამოყენებულმა ემოციების თეორიამ. პიროვნების თეორიამ, რომელიც მან განავითარა თავისი „ფსიქოლოგიის“ ერთ-ერთ თავში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აშშ-ში პერსონოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

რელიგიასთან დამოკიდებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომაში „რელიგიური ცდის მრავალგვარობა“ (1902) უილიამ ჯეიმზი აღწერს რელიგიური ცდის ორ ძირითად ნაირსახეობას:

  • სულიერი ჯანმრთელობის რელიგია, მაგალითად - კათოლიციზმი;
  • რელიგია სულისა, რომელიც ტანჯვას განიცდის - ტრადიციული კალვინიზმი.

ჯეიმზი რელიგიის ღირებულებას ხედავდა მის უნარში დაეხმაროს ადამიანებს სიცოცხლისადმი პოზიტიური და დარწმუნებული დამოკიდებულების მოპოვებაში. მისი აზრით, რელიგია ხელს უწყობს ადამიანს თავისი თავისა და გარემომცველი პირობების შესახებ სწორი შეხედულებების განმტკიცებაში იმისათვის, რომ იგი არ გახდეს სიცოცხლისა და საზოგადოების არასრულყოფილების მსხვერპლი.

დიდი ადამიანების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც თავის ლექციებში „დიდი ადამიანები და მათი გარემოცვა“ (Great Men and Their Environment) ყურადღება მიაქცია პიროვნებისა და გარემოს ურთიერთკავშირს. იგი თვლიდა, რმ გენიოსები უნდა აღვიქვათ როგორც მოცემულობა, როგორც „სპონტანური მუტაციები“ დარვინის ბუნებრივ შერჩევაზე გარემოს გავლენის თეორიის ანალოგიით. ჯემსმა შემოიტანა ცნება პიროვნების მგრძნობიარობისა ისტორიული მომენტის მიმართ (receptivities of the moment); ის თვლიდა, რომ ცვლილებები საზოგადოებაში ხდება ძირითადად პიროვნებების აქტიურობისა ან მაგალითის გავლენით. ამასთან გენიოსი ისეთ შესატყვისობაში აღმონდება ხოლმე თავისი დროის თავისებურებებთან, რომ შეუძლია გახდეს მოძრაობის სულისჩამდგმელი და ინციატორი ან, რაც გამორიცხული არ არის, გახდეს სულიერი დეგრადაციისა და ადამიანთა დაღუპვის მიზეზი. მთლიანობაში ჯეიმზი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ისტორიული განვითარების სხვა მამოძრავებელ ძალებს, რის გამოც მისი კონცეპცია კრიტიკის საგანი გახდა, მაგალითად, სიდნი ჰუკის მხრიდან.

წევრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი
  • ფრანგული ინსტიტუტის წევრი
  • ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
  • დანიის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი
  • რომის dei Lincei აკადემიის წევრი
  • მოსკოვის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]