უილიამ ალფონსო მერილი
იერსახე
| უილიამ ალფონსო მერილი | |
|---|---|
| ინგლ. William Alphonso Murrill | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 13 ნოემბერი, 1869 |
| დაბ. ადგილი | ლინჩბერგი |
| გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1957 (88 წლის) |
| გარდ. ადგილი | გეინსვილი |
| დასაფლავებულია | ევერგრინის სასაფლაო[1] |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | კურატორი, მიკოლოგი და ბოტანიკოსი |
| მუშაობის ადგილი | ფლორიდის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი |
| ალმა-მატერი | კორნელის უნივერსიტეტი, რენდოლფ-მაკონის კოლეჯი და ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
| მეუღლე | ედნა ლი ლუტრელ მურილი[2] |
უილიამ ალფონსო მერილი (ინგლ. William Alphonso Murrill; დ. 13 ნოემბერი, 1869, ლინჩბერგი — გ. 25 დეკემბერი, 1957, გეინსვილი) — ამერიკელი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი. ამერიკული მიკოლოგიური ჟურნალის, „Mycologia“-ს თანადამფუძნებელი და მისი პირველი რედაქტორი.
ძირითად იკვლევდა ფირფიტოვანთა რიგისა და აბედოვანთა ოჯახის სოკოებს. საერთო ჯამში მერილმა აღწერა 1450-მდე ახალი სახეობის სოკო. ავტორია 500-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა, მათ შორისაა: მიკოლოგიური და ბოტანიკური სტატიები და ჩანაწერები, მიმოხილვები, ბიოგრაფიები და პოპულარული სტატიები ბუნების ისტორიის შესახებ.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Murrill.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rogerson C. T., Samuels G. J. (1996). Mycology at the New York Botanical Garden, 1985-1995. Brittonia 48(3): 389-98.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ ალფონსო მერილი“ ვიკისაწყობში.- უილიამ ალფონსო მერილი — International Plant Names Index
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://sciweb.nybg.org/science2/libr/finding_guide/murr3.asp.html
- ↑ Murrill. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021.