შინაარსზე გადასვლა

Mycologia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mycologia
სპეციალიზაცია მიკოლოგია
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ბრაიან შოუ
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი ამერიკის მიკოლოგიური საზოგადოება
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
დაფუძნდა 1909
გამოცემის სიხშირე თვეში ორჯერ
ISSN 0027-5514

„Mycologia“ — ამერიკული მიკოლოგიური ჟურნალი, რომელიც დაარსდა 1909 წელს, ორი მიკოლოგიური ჟურნალის „Journal of Mycology“-სა (1885–1908) და „Mycological Bulletin“-ის (1903–1908) შერწყმით.

ჟურნალის თანადამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ცნობილი ამერიკელი მიკოლოგი უილიამ ალფონსო მერილი. ორი ათწლეულის განმავლობაში ჟურნალს გამოსცემდა ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ხოლო 1932 წლიდან გამოსცემს ამერიკის მიკოლოგიური საზოგადოება.

მასში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები სოკოებისა და ლიქენების მორფოლოგიის, ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ციტოლოგიის, ევოლუციის, ეკოლოგიის, პათოლოგიის, ტაქსონომიისა და გენეტიკის შესახებ. ჟურნალში აგრეთვე ქვეყნდება სიახლეები და კრიტიკული სტატიები მიკოლოგიაზე. გამოდის თვეში ორჯერ.

მთავარი რედაქტორების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უილიამ ალფონსო მერილი (1909—1924)
  • ფრედ ჯეი სივერი (1924—1932)
  • ჰარი მორტონ ფიცპატრიკი (1933)
  • ჯონ ალბერტ სტივენსონი (1933—1934)
  • ფრედერიკ ადოლფ ვულფი (1934—1935)
  • გაი რიჩარდ ბიზბი (1935—1936)
  • ალექსანდერ ჰენჩეტ სმითი (1945—1950)
  • ჯორჯ უილარდ მარტინი (1951—1957)
  • დონალდ ფილიპ როჯერსი (1958—1960)
  • კლარკ თომას როჯერსონი (1960—1965)
  • რობერტ ლიხტვარდი (1966—1970)
  • რიჩარდ კით ბენჯამინი (1971—1975)
  • მარგარეტ ელისაბედ ბიგელოუ (1976—1980)
  • ტერი უოლტერ ჯონსონი (1981—1985)
  • რონალდ პიტერსენი (1986—1990)
  • დეივიდ ჯორდან მაკლაფლინი (1991—1995)
  • დეივიდ გრიფინი (1996—2000)
  • ჯოან ბენეტი (2001—2004)
  • დონ ნეტვიგი (2004—2009)
  • ჯეფრი სტოუნი (2009-2014)
  • ბრაიან შოუ — (2016—დღემდე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dearness, J (1938). „The background of mycology and of Mycologia: both should be more widely known“. Mycologia. 30 (2): 111–19. doi:10.2307/3754550. JSTOR 3754550.
  • Farr, ML (1982). „Developmental studies on the MSA“. Mycologia. 74 (1): 1–19. doi:10.1080/00275514.1982.12021464. JSTOR 3792623.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mycologia&oldid=4572104“-დან