უზუნგიოლი
იერსახე
უზუნგიოლი | |
---|---|
უზუნგიოლი | |
კოორდინატები: 40°37′09″ ჩ. გ. 40°17′42″ ა. გ. / 40.61917° ჩ. გ. 40.29500° ა. გ. | |
მდებარეობა | თურქეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1090 მ |
სიგრძე | 1 კმ |
სიგანე | 500 კმ |
ფართობი | 0,2 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 15 მ |
უზუნგიოლი (თურქ. Uzungöl — „გრძელი ტბა“) — ტბა თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში, ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთით 99 კმ-ში.[1] მდებარეობს მაღალ მთებს შორის, ზღვის დონიდან 1090 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 15 მ. მეწყრული წარმოშობისაა.[2] უზუნგიოლის წყლის დონე და ფართობი სეზონისა და წლის მიხედვით მერყეობს. ტბის წყალი მტკნარია. მის სანაპიროზე არის ამავე სახელწოდების სოფელი. პოპულარული ტურისტული ობიექტია. 2008 წელს თურქეთის მთავრობამ ტბის სანაპიროს გასწვრივ ააშენა ბეტონის ბარიერი, რაც აფერხებს ტბის ირგვლივ არსებული გზების დასველებას. ამას მოჰყვა ადგილობრივთა და ეკოლოგთა პროტესტი, რომელთა თქმით, უზუნგიოლი გიგანტურ ხელოვნურ აუზს დაემსგავსა, რასაც შესაძლოა გარემოს დეგრადაცია მოჰყვეს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Uzungöl: A lakeside heaven in Trabzon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
- ↑ Haldizen Valley and Uzungöl travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
- ↑ Radikal: "Uzungöl'ün beton kaderi"