უზბეკეთის პასპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი

უზბეკეთის მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი
გამცემი უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
დოკუმენტის ტიპი ბიომეტრიული პასპორტი
დანიშნულება იდენტიფიკაცია
აუცილებელი მოთხოვნები უზბეკეთის მოქალაქეობა
მომედების ვადა 10 წელი

უზბეკეთის პასპორტი (უზბეკ. O'zbekiston Respublikasi fuqarosi pasporti) — უზბეკეთის რესპუბლიკის საკუთრება, რომელიც გაიცემა უზბეკეთის მოქალაქეებს შიდა მოხმარებისთვის და საერთაშორისო მოგზაურობებისთვის. ჩვეულებრივი პასპორტი გაიცემა 16 წლის პირს და უნდა გადაიცვალოს ყოველ 10 წელიწადში. პასპორტი შეიძლება ასევე შეიცვალოს დაზიანების შემთხვევაში, ასევე, როდესაც პასპორტის მფლობელი შეცვალა თავისი სახელი. პასპორტი შეიცავს 32 გვერდს სპეციალური შენიშვნებისა და ვიზებისთვის. პასპორტი შედგება უზბეკურსა და ინგლისურ ენებზე. ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიხედვით, უზბეკეთის პასპორტის მფლობელს აქვს უფლება ეწვიოს დსთ-ს, გარდა მეზობელი ტაჯიკეთისა (ტაჯიკეთის მოქალაქეებიც ვალდებულნი არიან მიიღონ უზბეკეთის ვიზა), და დარჩეს 90 დღის განმავლობაში ყოველგვარი ვიზის გარეშე. თუმცა, უზბეკეთიდან გასვლისთვის, საჭიროა სპეციალური სამგზავრო ნებართვა ადგილობრივი პოლიციიდან.

2010 წლიდან, უზბეკეთი თანდათანობით გადავიდა ბიომეტრიული პასპორტის სისტემაზე. ძველი (არაბიომეტრიული) პასპორტები 2018 წლის თებერვლის შემდეგ გამოუსადეგარია, როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე.[1][2][3]

უზბეკეთის პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ გამგზავრონ რიგ ქვეყნებში უვიზოდ ან მიიღონ ვიზა ჩასვლისთანავე.

საინფორმაციო გვერდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის პასპორტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  • ტიპი (PC — სამოქალაქო პასპორტი, PS — სამსახურებრივი პასპორტი, PD — დიპლომატიური პასპორტი)
  • გამცემი სახელმწიფოს კოდი (UZB)
  • პასპორტის სერიული ნომერი
  • სახელი
  • გვარი
  • დაბადების ადგილი
  • დაბადების თარიღი
  • სქესი
  • გაცემის თარიღი
  • მოქმედების ვადა
  • გამცემი ორგანო
  • საკონტროლო ნომერი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Как получить биометрический паспорт?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-25. ციტირების თარიღი: 2016-11-06.
  2. БИОМЕТРИЧЕСКИЕ ПАСПОРТА — СОВРЕМЕННЫЙ ДОКУМЕНТ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-06. ციტირების თარიღი: 2016-11-06.
  3. БИОМЕТРИЧЕСКИЙ ПАСПОРТ: ВОПРОСЫ И РЕШЕНИЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-06. ციტირების თარიღი: 2016-11-06.