უდის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდის ზურგიანი კოშკი — სათავდაცვო-სასიგნალო ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესთან. დგას ფლატის პირას. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ერთი მხარე სწორი აქვს, დანარჩენი მრგვალი. ციხეში შესასვლელი საკარე ღიობი სწორ გვერდზეა გაკეთებული მეორე სართულის დონეზე. კოშკი ორსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის უნდა ყოფილიყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 286