უდაბნოს სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, რუსთავ-გარდაბანის შარაგზის მარჯვენა მხარეს. თარირდება მუსტიეს ხანის პირველი ნახევარით.

ძეგლი 1980 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა ანდეზიტის, კაჟისა და მურგელის დისკოსებრი, ერთფუძიანი და ორფუძიანი ნუკლეუსებრი, ლევალუარი და არალევალუარი ანატკეცები. ისინი ატარებენ მესტიეს ხანისათვის დამახასიათებელ ტიპურ ქვის გაპობა-ატკეცისა და მეორადი დამუშავების ყველა ნიშანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]