უდაბნოს პირველი გორასამარხების ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უდაბნოს გორასამარხების ველი.

უდაბნოს პირველი გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 200 მეტრის მოშორებით. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით.

ძეგლი გამოიკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ქვამიწაყრილიანი გორასამარხები ძალზედ დაზიანებული იყო. გაითხარა შვიდი გორასამარხი. სამარხები გეგმით მართკუთხა, კიდეებმომრგვალებული ორმოებია, გადახურული იყო ქვის ფილებით. ყოველი სამარხი ინჰუმაციურია და ინდივიდუალური მიცვალებულების სამარხებს წარმოადგენენ. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ.

სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]