უგაბი
უგაბი | |
---|---|
ქვეყანა | ნამიბია |
სათავე |
დამარალანდის რეგიონი |
სათავის სიმაღლე | 1400 მ |
შესართავი |
ორანჟი |
სიგრძე | 500 კმ |
უგაბი ვიკისაწყობში |
უგაბი — სეზონური მდინარე ნამიბიაში, რომელიც თავის ქვიშიან კალაპოტში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე მიედინება. თუმცა, მშრალ სეზონშიც კი, გაედინება მიწისქვეშა წყალი, რომელიც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს დამარალანდის რეგიონის ფლორისა და ფაუნისთვის. საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 20 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.[1]
მიწისქვეშა წყლის ოდენობის გამო, უგაბი ნამიბიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარეა. დაახლოებით 500 კმ სიგრძის მდინარე წყლით ასაზრდოებს ისეთ უიშვიათეს სახეობებს, როგორებიცაა უდაბნოს სპილო, ჟირაფი, მთის ზებრა და შავი მარტორქის მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია. ამ უიშვიათეს ცხოველთა დასაცავად, შეიქმნა უგაბის ველური ზონა.
რეგიონში უხვადაა ვარდისფერ გრანიტიანი ინზელბერგები. ამ უცნაურმა ქვებმა წლების მანძლზე სხვადასხვა ფორმა მიიღო, ზოგიერთი მათგანი სოკოს წააგავს.
მდინარის მიდამოებში მცენარეულობა საკმაოდ ცოტაა. ხილვად სახეობებს შორისაა ეგზოტიკური ველური თამბაქო (Nicotiana glauca). ასევე წარმოდგენილია გარკვეული ჯუჯა ხეები და ბუჩქები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ELECTIONS 2010: Erongo regional profile“. New Era. 16 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2017.