უასკარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უასკარანი
უასკარანი
უასკარანი
კოორდინატები: 09°07′18″ ს. გ. 77°36′15″ დ. გ. / 9.12167° ს. გ. 77.60417° დ. გ. / -9.12167; -77.60417
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
სიმაღლე 6768 
ქედი კორდილიერა-ბლანკა
ასაკი მესამეული სისტემა
პირველი ასვლა 20 ივლისი, 1932
უასკარანი — პერუ
უასკარანი

უასკარანი (ესპ. Huascarán, კეჩ. Waskaran) — მთა ანდებში, სიმაღლე 6768 მ, პერუს უმაღლესი მწვერვალი და სამხრეთ ამერიკის სიმაღლით მეოთხე მწვერვალი. უასკარანი მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკში და წარმოადგენს მთის მასივის, კორდილიერა-ბლანკას შემადგენელ ნაწილს.

ძირითადი მწვერვალის გარდა მთას აქვს კიდევ ორი მწვერვალი — ჩოპიკალკი და ჩრდილოეთ უასკარანი (6655 მ). პირველი ასვლა განახორციელეს 1932 წელს გერმანელმა და ავსტრიელმა ალპინისტებმა.

ჩრდილოეთის პიკი პირველად დაიპყრო ამერიკელმა ენი სმიტ-პეკმა 1908 წელს.

1970 წლის 31 მაისს ჩრდილოეთ ფერდობზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც იმსხვერპლა ჩეხოსლოვაკიელ ალპინისტთა ჯგუფი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]