შინაარსზე გადასვლა

ტყის პიტნა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის პიტნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  პიტნა
სახეობა:  ტყის პიტნა
ლათინური სახელი
Mentha longifolia (L.) L.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164306

ტყის პიტნა (ლათ. Mentha longifolia) — 30-150 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყლორტები მეტ-ნაკლებად დაფარულია ქეჩისებური მარტივი ბეწვით. ღერო სწორია, მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მჯდომარეა, მოგრძოკვერცხისებურიდან ლანცეტამდე, სუსტად გამოსახული ფრთისებური ძარღვებით. ყვავილები შეკრებილია გრძელ, მჭიდრო, ზოგჯერ წყვეტილ ცილინდრული ფორმის თავთავისებურ ყვავილედებად ან მეტწილად – საგველასებურ ყვავილედებად. გვირგვინი ლილისფერია, ხორცისფერ – წითლამდე. იზრდება ტყისპირებში, ველობებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა და არხების ნაპირებზე, ტენიან მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ციმბირს, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას.