ტყის ბალბა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ტყის ბალბა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Malva sylvestris L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ტყის ბალბა (ლათ. Malva sylvestris) — 10-100 სმ სიმაღლის ერთ, ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სწორად მდგომი, შიშველია ან მეტ-ნაკლებად სქლად მოფენილი მარტივი ან ორკაპისებური ბეწვებით. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალოთირკმლისებური, 5-7 მრგვალკბილა ნაკვთებით. ყვავილები იღლიურია, 2-5 ერთად არის განლაგებული ღეროს ზედა ნაწილში. გვირგვინი იისფერია. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში – ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- თესლები
- ნაყოფი
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 492.
