ტურახანის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტურახანის მავზოლეუმი (ბაშკ. Турахан кәшәнәһе) — XIV-XV საუკუნეების მავზოლეუმი ჩიშმის რაიონში, ბაშკირეთი. მდებარეობს რაიონული ცენტიდან სამხრეთ-დასავლეთით ჩიშმიდან ნიჟნიე-ტერმისკენ მიმავალ გზაზე.

ვარაუდობენ, რომ ოდესღაც მავზოლეუმის ახლოს მდგარა ქვის მეჩეთი, რომელიც მავზოლეუმთან ერთად ქმნიდა ერთიან რიტუალურ-არქიტექტურულ ანსამბლს. სხვა მოსაზრების თანახმად მავზოლეუმი იყო „სასამართლო სახლი“, სადაც იმართებოდა სასამართლო პროცესები.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურახანის მავზოლეუმი აგებულია უხეშად დამუშავებული ქვით. იგი მართკუთხედის ფორმის ნაგებობაა ზომით 6,6 X 6 მეტრი. 1,8 მეტრის სიმაღლეზე ნაგებობა რვაკუთხედში გადადის და სრულდება კამაროვანი გუმბათით. ნაგებობაზე მიშენებულია მცირე მართკუთხა ნაგებობა, რომელიც ამჟამად შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. მავზოლეუმის სიმაღლეა რვა მეტრი.

ტურახანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არანაირი ცნობა არ არსებობს ტურახანის წარმომავლობისა და მოღვაწეობის წლების შესახებ. ზოგიერთი თვლის, რომ იგი იყო ჩინგიზიდი (ჩინგიზხანის პირდაპირი შთაამომავალი).

მეორე ვერსიით იგი იყო ხან ბასმანის ძმა, რომლის ხელისუფლებაც ვრცელდებოდა სამხრეთ ურალში. ტურახანი დაიღუპა შინაომების შედეგად, რომელიც ხშირი მოვლენა იყო ამ პერიოდის რუსეთის ტერიტორიაზე.

თანამედროვე პუბლიკაციებში შევხვდებით ისეთ ვარაუდებსაც, რომ ტურახანი მართავდა ბაშკირეთს XVI საუკუნის დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]