შინაარსზე გადასვლა

ტროპოფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტროპოფიტები (ბერძ. tropos — მობრუნება და ბერძ. phyton — მცენარე) — მცენარეები, რომლებიც სახლობენ ოლქებში, სადაც ტენიანი და გვალვიანი სეზონები ერთმანეთს ენაცვლებიან. ასეთ პირობებს ტროპოფიტები ეგუებიან წყლისა და სითბოს ბალანსის რეგულირებით, რაც უმთავრესად რადიაციის შთანმთქმელი ფოთლის ზედაპირის სიდიდის ხარჯზე მიიღწევა (ფოთლების ორიენტაციის შეცვლა, ჩამოცვენა, დიდი ფოთლების შეცვლა, პატარა ფოთლებით). ტერმინი „ტროპოფიტები“ შემოიღო 1898 წელს გერმანელმა ბოტანიკოსმა ანდრეას შიმპერმა.