ტროლჰეტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ტროლჰეტანი
შვედ. Trollhättan
Trollhattans Vattentorn.jpg
გერბი
Trollhättan vapen.svg

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°17′00″ ჩ. გ. 12°17′00″ ა. გ. / 58.28333° ჩ. გ. 12.28333° ა. გ. / 58.28333; 12.28333
დაარსდა 1916
ფართობი 23,78 კმ²
მოსახლეობა 46 457 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 954 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0520
საფოსტო ინდექსი 461 00–461 98
ოფიციალური საიტი
ტროლჰეტანი — შვედეთი
ტროლჰეტანი

ტროლჰეტანი (შვედ. Trollhättan) — ქალაქი დასავლეთ შვედეთში, ვესტრა-გეტალანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქის — გეტებორგისგან 75 კმ-ით ჩრდილოეთით. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 46 457 ადამიანს შეადგენს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროლჰეტანი მდინარე გეტა-ელვთან, ტროლჰეტანის ჩანჩქერთან დააარსეს. ლიტერატურაში ის პირველად 1413 წელს მოიხსენიება. საუკუნეთა განმავლობაში, ჩანჩქერი მდინარის გადამკვეთ გემთათვის დაბრკოლებას წარმოადგენდა, სანამ XIX საუკუნეში არხების სისტემას ააშენებდნენ. იგი შემდეგში რამდენიმეჯერ განახლდა, მათ შორის ბოლოს 1916 წელს.

XIX საუკუნის ბოლოს, ჩანჩქერზე ჰიდროენერგიის გამომუშავება დაიწყეს. შვედურმა ენერგოკომპანია Vattenfall-მა („ჩანჩქერი“) თავის სახელი ტროლჰეტანის ჩანჩქერისგან მიიღო. დღეისათვის, ქალაქში ჰიდროენერგიის ორი სადგური ფუნქციონირებს. ჰოდროენერგიამ ქალაქში ნამდვილი ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა.

ტროლჰეტანმა ქალაქის სტატუსი 1916 წელს მიიღო, როდესაც მისი მოსახლეობა 15 000 ადამიანს ითვლიდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 January 2012. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.