შინაარსზე გადასვლა

ტროი კოცური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტროი მიქაელ კოცური (ინგლ. Troy Michael Kotsur; დ. 24 ივლისი, 1968) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში.

მისმა მეორეხარისხოვანმა როლმა ფილმში CODA მოუტანა მას მრავალი ჯილდო, მათ შორის ოსკარის, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და კრიტიკოსთა არჩევანის ფილმის ჯილდო. ის არის პირველი ყრუ მსახიობი, რომელმაც მოიგო სამი ჯილდო. კოცურმა ასევე გადაიღო მხატვრული ფილმი „No Ordinary Hero: The SuperDeafy Movie“.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოცური დაიბადა მესაში, არიზონაში, ფენიქსის უდიდეს გარეუბანში.[1] როდესაც კოცური ცხრა თვის იყო, მისმა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ყრუ იყო და მათ ისწავლეს ამერიკული ჟესტების ენა, რათა ოჯახს შეძლებოდა მასთან კომუნიკაცია. მისმა მშობლებმა კოცურს ურჩიეს, ეთამაშა სპორტი და დამეგობრებულიყო მათ მეზობელ ბავშვებთან. კოცური დაესწრო ფენიქსის ყრუთა დღის სკოლას, სადაც პირველად დაინტერესდა მსახიობობით. დაამთავრა ვესტვუდის საშუალო სკოლა. საშუალო სკოლაში მისმა დრამის მასწავლებელმა წაახალისა, მონაწილეობა მიეღო უფროსების შოუში და მან შეასრულა პანტომიმის ესკიზი, რომელიც დადებითად იქნა მიღებული და მოტივაცია გაუწია მას თეატრისკენ.[2] კოცურმა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სტაჟირება დაიწყო KTSP-TV-ში. ფილმების გადაღების სურვილის ქონამდე, სტაჟირებისას ეხმარებოდა რედაქტორს და არ გრძნობდა ხალხთან კავშირს, ამიტომ იხსენებდა: „ჩემი სარეჟისორო ოცნება გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მივიღე ის ფაქტი, რომ ვცხოვრობდი სამყაროში, რომელიც არ იყენებდა ჩემს ენას“.[3] შემდეგ ის ესწრებოდა გალოდეტის უნივერსიტეტის ლექციებს 1987 წლიდან 1989 წლამდე და სწავლობდა თეატრის, ტელევიზიის და კინოს განხრით.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mesa-born deaf actor makes film history with Oscar nomination (8 February 2022).
  2. Potkonjak, Marija (August 14, 2003). „Sound, fury and success on stage“. East Valley Tribune. ციტირების თარიღი: February 6, 2022.
  3. Polletta, Maria (December 1, 2014). „Deaf actor from Mesa directs first movie“. The Arizona Republic. ციტირების თარიღი: February 6, 2022.
  4. Deaf Person of the Month: Troy Kotsur. deafpeople.com. MSM Productions Ltd (November 2012). ციტირების თარიღი: February 6, 2022.