ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია
Territorio Libero di Trieste
Svobodno tržaško ozemlje
Slobodni teritorij Trsta

გაეროს უშიშროების საბჭოს მფარველობის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი ტერიტორია

Flag of Italy (1861-1946) crowned.svg
19471954 Flag of Yugoslavia (1946–1992).svg
 
Flag of Italy.svg
Free Territory Trieste Flag.svg Free Territory of Trieste coat of arms.svg
დროშა გერბი
Territorio libero di Trieste carta.png
დედაქალაქი ტრიესტი
ენა ინგლისური (ადმინისტრატიული), იტალიური, ხორვატული, სლოვენური, ტრიესტული
ფულის ერთეული იტალიური ლირა (ზონა A)
ტრიესტული ლირა (ზონა B)
მმართველობის ფორმა გაეროს უშიშროების საბჭოს სამხედრო მთავრობა
პრეზიდენტი
 - 1947–1951 ტერენს ეირეი
 - 1951–1954 ჯონ ვინტერტონი

ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია (იტალ. Territorio libero di Trieste, სლოვენ. Svobodno tržaško ozemlje; ხორ. Slobodni teritorij Trsta; ტრიესტული და ისტრიული: Teritorio Libero de Trieste) — ცენტრალურ ევროპაში არსებული თავისუფალი ტერიტორია. მდებარეობდა ჩრდილოეთ იტალიასა და იუგოსლავიას შორის ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ტერიტორია ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მფარველობის ქვეშ.

თავისუფალი ტერიტორია 1947 წლის 10 თებერვალს იტალიასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. მიზანი იყო ტერიტორიაზე მცხოვრები შერეული ეთნიკური მოსახლეობის ნეიტრალურ ქვეყანაში გაერთიანება, ასევე იუგოსლავიასა და იტალიას შორის გაჩენილი ტერიტორიული დავის მოგვარება. ტერიტორიის ადმინისტრირება გაყოფილი იყო ორ ნაწილად: პირველი მოიცავდა საპორტო ქალაქ ტრიესტსს და ვიწრო სანაპიროზოლს ჩრდილო–დასავლეთით (ზონა A); ხოლო მეორე უფრო მსხვილო ზონა (ზონა B) წარმოადგენდა ისტრიის ნახევარკუნძულის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს.

ტერიტორიაზე კონტროლი მისმა მეზობლებმა 1954 წელს დე–ფაქტო აიღეს, ხოლო ფორმალურად ეს გაფორმდა შედარებით გვიან 1975 წლის ოსიმოს ხელშეკრულებით, რომლის რატიფიცირებაც 1977 წელს მოხდა..[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Drašček, Nuša. "Slovenska zahodna meja po drugi svetovni vojni", diplomsko delo, Univerza v Ljubljani, Ljubljana, 2005