ტრიბალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიბალების განსახლების არეალი და გავლენის სფერო

ტრიბალები (ძვ. ბერძნ. Τριβαλλοί, ლათ. Triballi) — ძველი თრაკიული ან ილირიული წარმომავლობის ტომი. ცხოვრობდნენ დუნაის ქვემო წელზე. მათი განსახლების ყველაზე ადრეული ტერიტორია იყო ე.წ. „ტრიბალების ველი“ (სავარაუდოდ, ახლანდელი კოსოვოს ველი), მდინარეების ანგრუსისა (დასავლეთის მორავა) და ბრონგუსის (სამხრეთის მორავა) შეერთების ადგილთან, ცენტრალურ ბალკანეთში. პირველად იხსენიებიან ჰეროდოტესთან (ძვ. წ. V საუკუნე). წარმატებით მოახერხეს ოდრისებთან ბრძოლაში დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დაახლ. ძვ. წ. 424 წლის შემდეგ დამარცხდნენ ავტარიატებთან. ძვ. წ. 339 წელს ფილიპე II მაკედონელს უარი უთხრეს ჰემოსის (ბალკენეთის) მთებზე გატარებაზე, თუკი ის ნადავლის ნაწილს არ გადაუხდიდა. ფილიპემ სვლა გააგრძელა, თუმცა მათთან ბრძოლაში დაიჭრა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ, 335 წელს ალექსანდრე გადავიდა ჰემოსზე და გაანადგურა ტრიბალები (იხ. ლიგინუსის ბრძოლა). მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ ტრიბალების მიწა აოხრდა, თვითონ კი ილირიელების ბატონობის ქვეშ მოექცნენ. მოგვიანებით მოახერხეს ძალების მოკრება და წინააღმდეგობას უწევდნენ მაკედონიის რომაელ მმართველებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Triballi en. Encyclopedia Britannica online (2019). ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2024