თრახაღი
თრახაღი (ცეკვა ხმლებით, სომხ. թուր — ხმალი + სომხ. խաղ — ცეკვა, სიმღერა, თამაში) — სომხური ნაციონალური ცეკვა. განეკუთვნება საომარ ცეკვებს, ასრულებენ მხოლოდ მამაკაცები (სოლო, დუეტი ან კოლექტიურად).
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად შესრულდა როგორც რიტუალური ცეკვა, რომელიც ბრძოლის წინ ჯარისკაცების საბრძოლო ხასიათს აამაღლებდა.
სრულდება ინსტრუმენტული ანსამბლის თანხლებით (შვი, ზურნა, დოლი, ზოგჯერ აკორდეონი) სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით — დაშნა, ხმლები, მჭრელი სქელი ჯოხები.
ცეკვა შედგება სწრაფი ტემპით რიტმულად შესრულებული სხვადასხვა მცირე მოძრაობებით და ფეხების ბაკუნით. მოცეკვავე იმიტირებას უკეთებს მებრძოლს: ფართო ნაბიჯებით ის ცოცავს მთაზე, ხტება კლდიდან და მიჰყავს ბრძოლა ისე,რომ «დედამიწა შეზანზარდეს მტრის ქვეშ».სწორედ ამიტომ შემსრულებლის ძირითადი ამოცანა — საკუთარი უნარების დემონსტრაცია იარაღის გამოყენებაში (ერთი ან მეტი ხმლით).
ჯგუფური შესრულების დროს ორ ჯგუფად გაყოფილი მოცეკვავეები «ებრძვიან» ერთმანეთს ხტუნვით, ტრიალით, ჩაჯდომებით და ადგილების შეცვლით. ერთი რიგი მიდის ან მისდევს მეორეს,სხვა — უკან იხევს და იცავს. ნაბიჯით წინ ისინი ესხმიან თავს მტერს, ნაბიჯით უკან — უკან იხევენ და იცავენ თავს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ცეკვა ხანჯლებით.
-
ანსამბლი «მასისი», არგენტინა. ცეკვა ხანჯლებით.
-
ანსამბლი «მასისი». ცეკვა ხანჯლებით
-
ალბერტ კიზირიანი — სომხეთის სახალხო არტისტი, სამხატვრო ხელმძღვანელი საცეკვაო ანსამბლისა «გეღარდ».
-
ცეკვა ხანჯლებით.