ტორონტოს მეტროპოლიტენი
ტორონტოს მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | |
ქალაქი | ტორონტო |
გახსნის თარიღი | 1954 |
ხაზის სიგრძე | 68.3 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 69 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 1,19 მლნ. |
მგზავრები წელიწადში | 878,8 მლნ. |
ხაზების სქემა | |
ტორონტოს მეტროპოლიტენი — მეტროპოლიტენის სისტემა ტორონტოში. პირველი კანადური მეტროპოლიტენი, რომელიც ექსპლუატაციაში 1954 წელს გადაეცა. 2007 წლის მდგომარეობით, შედგება 61,9 კმ ოთხი ხაზისა და 69 მეტროსადგურისგან. ერთ-ერთი ხაზი მქსუბუქ მეტროს განეკუთვნება, შედგება 6 სადგურისგან 6,4 კმ სიგრძეზე.
კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ქალაქის ტორონტოს სატრანსპორტო ქსელს შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:
ხაზები ძირითადად ღრმად და ნაკლებღრმად გაყვანილ გვირაბებში გადის. სადგურების უმეტესობა ტიპური სქემის მიხედვით არის ნაგები: სადგურების არქიტექტურაში მოცულობით-დაგეგმარებითი გადაწყვეტაა ჩადებული, რაც ერთობ ეკონომიურია. ამასთან, სადგურები გათვლილია მაქსიმალური მგავრგამტარობისათვის მინიმალური სამშენებლო დანაკარგებით, თუმცა, მგზავრებისთვის აუცილებელ კომფორტულ ნორმებს ყველა სადგური პასუხობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მეტროს ხაზი ტორონტოში 1954 წელს გავიდა და 7.4 კმ მანძილზე იონგ სთრითის გავლით ეგლინთონ ევენიუ ევენიუ და სამხრეთით მდებარე ფრონთ სთრითი დააკავშირა ერთმანეთთან.
1963 წელს მეტროს გაფართოება დაიწყო ქალაქის ჩრდილოეთით.
ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მეტრო მუშაობს 6:00-დან 1:30-მდე, კვირაობით მეტროპოლიტენი 9:00 იხსნება. დღესასწაულებზე მუშაობის დრო იცვლება.
ხაზი | ჩვეულებრივი ინტერვალი | პიკის საათში | |
---|---|---|---|
ბლურ-დანფორთი | 4–5 წუთი | 2–3 წუთი | |
სქარბორო RT | 5–6 წუთი | 4–5 წუთი | |
შეპერდი | 5–6 წუთი | 5–6 წუთი | |
იონგ-იუნივერსითი-სპადინა | 4–5 წუთი | 2–3 წუთი |