ტორეადორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორეადორი ხარის წინააღმდეგ, ლას ვენტასში, მადრიდში.

ტორეადორი, ტორერო (ესპ. toreador, torero < toro — ხარი) — ხარების ბრძოლის, კორიდის, ერთ-ერთი მონაწილე. კორიდა მრავალნაწილიანი სანახაობაა და ყოველ შეჯიბრებას ცალკე შემსრულებელი ჰყავს. ხარს წითელი ნაჭრით (მულეტა) ახელებენ ხულოსები (კაპეადორები), შუბებით ჩხვლეტენ ცხენოსანი პიკადორები, ქედში ურჭობენ პეტარდებიან, ბაფთაშებმულ ხელშუბებს ბანდერილიერები, ხოლო სასიკვდილოდ არტყამს დაშნას მატადორი (ესპანდა), რომელსაც ხშირად ტორეადორსაც უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: