ტონზილიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტონზილიტი

ნუშურები ტონზილიტის დროს
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 13165
ICD-10 J03., J35.0
ICD-9 463
MedlinePlus 001043
Patient UK ტონზილიტი
MeSH D014069

ტონზილიტი (< ლათ. tonsillaeნუშურები) — სასის ნუშურების ანთება. შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული. ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერიია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს თავისთავადაც. დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკი, ადენოვირუსი) ალერგიას. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეში ჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა. განარჩევენ ტონზილიტის უბრალო ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება მხოლოდ ადგილობრივი სიმპტომებ (ყელის ტკივილი და სხვ.), და ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმას, როდესაც ტკივილს დაერთვის ზოგადი მოვლენებიც (კისრის ლიმფადენიტი, ტემპერატურის მომატება, ცვლილებები გულის მხრივ და სხვ.). ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობს რევმატიზმის, ნეფრიტის, თირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბრალო ქრონიკული ტონზილიტის დროს მკურნალობენ ანტიმიკრობული საშუალებებით, ნუშურების ლაკუნების გამორეცხვით, ფიზიოთერაპიით. ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმის დროს საჭიროა ტონზილექტომია (ნუშურების ამოკვეთა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]