ხახა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახა:
წითელი — ცხვირ-ხახა
ყვითელი — პირ-ხახა
მწვანე — ხორხ-ხახა

ხახა (ლათ. Pharynx) — ქორდიანებისა და ადამიანის წინა ნაწლავის ნაწილი, რომელიც პირის ღრუს უკანაა მოთავსებული. ხახაში ვითარდება სალაყუჩე ნაპრალები. ხმელეთის ხერხემლიანების ხახაში ჩაინერგება სალაყუჩე ნაპრალების რუდიმენტები, ანუ სალაყუჩე პარკები, რომელთა უკანასკნელი წყვილიდან ვითარდება ფილთვები. ხახის ეპითდლიუმის წარმონაქმნებია თიმუსი და ფარისებრი ჯირკვალი.

ადამიანის ხახა, პირის ღრუსა და საყლაპავი მილს შორის ჩართული ღრუ, რომელიც გაჭიმულია ფუძიდან კისრის VII მალამდე. ხახის ზემო ნაწილი (ცხვირ-ხახა) ცხვირის ღრუს უკან მდებარეობს. აქვე იხსნება ევსტაქის მილი. ხახის შუა ნაწილი (პირ-ხახა) პირის ღრუს უკან მდებარეობს და უკავშირდება მას ხახის პირით. ხახის ბოლო ნაწილში (ხორხ-ხახა) არსებობს ხორხში შესასვლელი და საყლაპავი მილის ხვრელები. ხახის კედელს ქმნის გარეთა-შემაერთებელქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი — ლორწოვანი გარსები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხახა&oldid=2850759“-დან