შინაარსზე გადასვლა

ტომსკის საოლქო სახელმწიფო ფილარმონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომსკის საოლქო სახელმწიფო ფილარმონია
Томская областная государственная филармония
კოორდინატები 56°29′13″N 84°56′59″E / 56.48695° ჩ. გ. 84.949791° ა. გ. / 56.48695; 84.949791
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
თარიღდება 22 მაისი, 1946

ტომსკის საოლქო სახელმწიფო ფილარმონია (რუს. Томская областная государственная филармония) — ტომსკის კულტურის დაწესებულება.

ტომსკის სახელმწიფო ფილარმონიის ისტორია იწყება 1946 წლიდან. საოლქო საბჭოს დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1946 წლის 22 მაისის № 468 გადაწყვეტილებით, რომელიც ეთანხმებოდა სსრკ-ის ხელოვნების საქმეთა კომიტეტის განკარგულებას, ტომსკში უნდა შექმნილიყო საოლქო სახელმწიფო ფილარმონია.

ფილარმონიაში მოქმედებდა სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივი, ციმბირის მიუზიკ-ჰოლი, საესტრადო კოლექტივები „Спасибо за улыбку“ (ანტონ და ელენე პიკოვსკების ხელმძღვანელობით) და „Томичи в пути“ (დავიდ კაიცევის ხელმძღვანელობით), ბოშათა ანსამბლი „Тэрнэ“ (ბორის შაშკოვის ხელმძღვანელობით), საესტრადო სასულიერო ორკესტრი ზაქარია ნეიზლერის ხელმძღვანელობით.

ტომსკის ფილარმონიაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი კოლექტივები როგორებიც იყვნენ, იგორ მოისეევის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ცეკვის ანსამბლი „Березка“, ევგენი მრავინსკის ლენინგრადის სიმფონიური ორკესტრი, „მოსკოვის ვირტუოზები“ და სხვა.

1981 წელს ტომსკში დაამონტაჟეს ორგანი. 1986 წლის გაზაფხულზე გაიხსნა ტომსკის ფილარმონიის ახალი შენობა დიდი საკონცერტო დარბაზით.

1996 წელს ტომსკის ფილარმონიის ორკესტრმა მიიღო აკადემიური ორკესტრის საპატიო წოდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]