ტომაშ გარიგ მასარიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომაშ გარიგ მასარიკი
ტომაშ გარიგ მასარიკი
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 1918 – 14 დეკემბერი, 1935
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ედუარდ ბენეში

დაბადებული 7 მარტი, 1850
გოდონინი, მორავია
გარდაცვლილი 14 სექტემბერი, 1937
ლანი, ჩეხოსლოვაკია
მამა იოზეფ მასარიკი
დედა ტერეზა მასარიკოვა
მეუღლე შარლოტ გარიგი
შვილები ალისა, ჰერბერტი, იანი, ელეონორა, ოლგა, ანა
ხელმოწერა T. G. Masaryk Signature.svg

ტომაშ გარიგ მასარიკი (ჩეხ. Tomáš Garrigue Masaryk; დ. 7 მარტი 1850, გოდონინი, მორავია, — გ. 14 სექტემბერი 1937, ლანი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწე, ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ კი მისი პირველი პრეზიდენტი (1918-1935 წწ.).

დაიბადა უბრალო გლეხის ოჯახში. სწავლობდა ბრნოში, ვენაში, ლაიფციგში. 1882 წელს გახდა პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი. 1915 წლიდან მონაწილეობს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იმყოფებოდა შვეიცარიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, აშშ-ში, სადაც აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისათვის. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის შემდეგ 1918 წელს დაუსწრებლად აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად. ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში არსებობდა პრეზიდენტის კულტი, მას „პრეზიდენტ-განმათავისუფლებელს“ უწოდებდნენ. 1935 წელს მისი გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ბენეში.

გარდაიცვალა 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]