ტოლედოს საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარი ფასადი

ტოლედოს საკათედრო ტაძარი (ესპ. La catedral de Santa María de Toledo) — კათოლიკური ტაძარი ესპანეთში, ესპანეთში XIII საუკუნის მაღალი გოტიკური სტილის სამი საკათედრო ტაძრიდან ერთ-ერთი და ამ ქვეყანაში გოტიკური სტილის უმნიშვნელოვანესი ნიმუში. მისი მშენებლობა 1226 წელს დაიწყო ფერდინანდ III-ის მეფობის პერიოდში. მასში ბოლო გოტიკური დეტალები დამატებულ იქნა XV საუკუნეში, 1493 წელს, ხოლო გუმბათები და ცენტრალური ნავი კათოლიკე მონარქების პერიოდში დასრულდა. ტაძრის პროტოტიპად ბურგესის კათედრალი გამოიყენეს, თუმცა მისი ხუთნავიანი გეგმა მშენებელთა გამიზნული ცვლილება იყო, რათა კათედრალით მთლიანად დაეფარათ ქალაქის ყოფილი მეჩეთის წმინდა ადგილი. მასში ასევე შერწყმულია მუდეხარის სტილის ნიშნები, განსაკუთრებით თაღედში. განსაკუთრებით თვალშისაცემია სინათლის გამოყენება და ამბულატორული თაღების სტრუქტურული მიღწევები. ნაგებია ოლიჰუელას თეთრი ქვით (ტოლედოს შორიახლოს მდებარე მცირე დასახლება).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]